ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარბადოსელი შემსრულებელი Rihanna ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კინოეკრანებზე 2013 წელს გამოვა. სურათის სახელწოდება ”End of the World” იქნება და მომღერალს პარტნიორობას Emma Watson-ი და James Franco გაუწევენ. ცნობილია ისიც, რომ ფილმს კინოკომპანია Mandate Pictures-ი გადაიღებს.
რაც შეეხება რირის შესახებ მუსიკალურ სიახლეებს გეტყვით, რომ იგი ამჟამად რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ 2013 წლის გაზაფხულზე გამოვა.
როგორც მომღერლის საპროდისუსერო გუნდი აცხადებს ახალი ალბომი ძველი ნამუშევრებისგან სრულიად განსხვავებული იქნება და ყველას გააოცებს. წინ დიდი დროა და ვნახოთ რით შეეცდება რირი ჩვენს გაოცებას.








