გუშინ კიდევ ერთი კლიპის პრემიერა შედგა. Bruno Mars-ისა და Lil Wayne-ს ერთობლივმა სიმღერამ - Mirror მთელი მსოფლიო დაიპყრო და გამოსვლიდან საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა პოპულარობის მოპოვება.
სიმღერის რელიზი გასული წლის შემოდგომაზე შედგა და იგი Young Money-ის, Cash Money-ის და Universal Republic-ის პროდუქტი გახლავთ. მისი გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ”Billboard”-ის 100 ცხელ სიმღერას შორისაც მოხვდა.
ოთხის დღის წინ ”YouTube”-ზე ვიდეოს Teaser განთავსდა რომელმაც საკმაოდ მოკლე დროში დაახლოებით 5 მილიონი მნახველის დაგროვება შეძლო.
MUSIC BOX-ი რა თქმა უნდა გაძლევთ კლიპის ჩვენს ეთერში ნახვის საშუალებას. მისი პრემიერა დღეს გადაცემა NEWS BOX-ში შედგება, ტრადიციულად 19:30-ზე. Lil Wayne-სა და Bruno Mars-ის Mirror-ის შეკვეთა შეგიძლიათ კოდით - 0729.

