პოპ დედოფალი Madonna ახალი სინგლის გამოსაშვებად ემზადება. სიმღერის სახელწოდება ”Give Me All Your Luvin’” გახლავთ და შემსრულებელი მას Nicki Minaj-თან და M.I.A-სთან ერთად ასრულებს.
”Give Me All Your Luvin’” პირველი სინგლი გახლავთ Madonna-ს ახალი ალბომიდან MDNA. სიმღერის ავტორები Madonna, Martin Solveig, Nicki Minaj და M.I.A გახლავთ. მუსიკა კი Martin Solveig-ისა და Michael Tordjman-ს ეკუთვნით. პროდიუსერების როლში თავად შემსრულებელი და Martin Solveig მოგვევლინებიან.
ოფიციალური პრემიერა სამ თებერვალს არის დაგეგმილი. მანამდე კი უკვე გამოჩნდა ინტერნეტში კლიპის რამდენიემე წამიანი კადრები. თავად ალბომის რელიზი კი 26 მარტისთვის არის დაგეგმილი.

