წლევანდელი EMA 2010 წლის 7 ნოემბერს, კვირას, მადრიდში ჩატარდება.MTV-ის არსებობის 17 წლის განმავლობაში ერთერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი ესპანეთში უკვე მეორედ იმართება.ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ესპანური MTV წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.2009 წლის დაჯილდოება ბერლინში ჩატარდა.
2010 წლის ევროპული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალის ნომინანტები 20 სექტემბერს გახდებიან ცნობილი. ფავორიტებისათვის ხმის მიცემაც ამ დღიდან დაიწყება.
თავად ცერემონიალი კი, როგორც უკვე გითხრაით, 7 ნოემბერს, მადრიდში, La Caja Mágica-ზე, ცნობილ ტენისის კორტებზე გაიმარტება.
ორგანიზატორები წელს ყველაზე დასამახსოვრებელ საღამოს გვპირდებიან. ვნახოთ, რა გამოუვათ 



