კრისტინა აგილერა და შერი რომ ნიჭიერი ქალბატონები არიან, ამაში ეჭვი არ გვეპარება. მათ უკვე კარგა ხანია თავი კინემატოგრაფიაშიც გამოსცადეს. მათი არცერთი ნამუშევარი ამ სფეროში დიდად პოპულარული არ გამხდარა. ვანხოთ, როგორი გამოვა მათი ერთობლივი შემოქმედება.ახალი ჰოლივუდური მიუზიკლი 2010 წლის ბოლოსათვის გამოვა ეკრანებზე. ფილმს ”Burlesque” ჰქვია.
სიუჟეტი კი დაახლოებით ასეთია - კრისტინას გმირი, ელი, ლოს ანჯელესის დასაპყრობად მიემართება. ის კლუბში, ”Burlesque Lounge”, იწყებს მუშაობას. კლუბს მფლობელს შერი ასახიერებს.
კრისტინას ნიჭიერება ეხმარება ტესს, შერის გმირს, დახურვის პირას მყოფი კლუბი კრახს გადაარჩინოს.
ფილმის რეჟისორი სტივენ ენტინია.
ვნახოთ, როგორ გამოხმაურებას ჰპოვებს ორი პოპდივას ერთობლივი ნამუშევარი.


