ჟურნალმა Forbes წლის ყველაზე მომგებიანი მსახიობები დაასახელა. მათ მიერ მოტანილი მოგება ასე დაითვალეს - აირჩიეს ჰოლივუდის 36 ვარსკვლავი და გამოითვალეს, რამდენი თანხა შეჰმატეს კინოსტუდიებს ფილმებმა, რომლებშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას.ასეთი რთული სტატისტიკური პროცედურის შემდეგ პირველი ადგილი შაია ლაბეფმა, ”ტრანსფორმერების” ვარსკვლავმა დაიმსახურა. ჟურნალის გამოთვლების მიხედვით, მსახიობში ჩადებული ყოველ დოლარი 81 დოლარი მოგების მომტანია. მეორე ადგილზე ენ ჰეტევეი გავიდა, რომელსაც, თურმე, კინოსტუდიებისთვის 6400% მოგება მოაქვს. მესამე ადგილზე დენიელ რედკლიფია, მეოთხეზე - რობერტ დაუნი უმცროსი, მეხუთეზე კი - კეიტ ბლანშეტი.
ცოტა ხნის წინ Forbse-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობიც გამოავლინა - სანდრა ბალოკი. მან 2 ფილმში, ”წინადადება” და ”უცნობი მხარე” 56 მილიონი დოლარი მიიღო.
როგორც ხედავთ, სანდრა ყველაზე მაღალანაზრაურებადი კია, მაგრამ კინოსტუდიებს მისგან დიდი მოგება ნამდვილად არ აქვთ. ის პირველ ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.



ხმა მიეცი შენ რჩეულ ქართველ ქალს