წლევანდელი საზღვაო სეზონი ნელა-ნელა წარსულს ჰბარდება. შავიზღვისპირეთიც ცარიელდება და ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდება. Music Box-ი კი ახალი სეზონისათვის იწყებს მზადებას.ასე რომ, ოთხშაბათს Hot Summer Nights-ის საზაფხულო სეზონისათვის ბოლო გადაცემას გთავაზობთ.
თეთრებში გამოწყობილი არც ისე თეთრი და გარუჯული დამსვენებლები Bamba Rooms-ში, 5 ლამაზმანისაგან შემდგარი ახალი ქართულ-ამერიკული ბენდი და Dj Rembo Music Hall-ში - ამ ყველაფერზე Hot Summer Nights-ის სეზონის ბოლო გადაცემაში მოგიყვებით

ასე რომ, ჩვენი პროექტი ამ სეზონისათვის სრულიად დამსახურებულ არდადეგებს აცხადებს და მომავალ ზაფხულამდე გემშვიდობებათ


