ჯორჯ კლუნიმ, როგორც იქნა, იპოვა ცხოვრების ქალი - ყოველ შემთხვევაში მისი და ელიზაბეტ კანალისის რომანი უკვე საკმაოდ გახმაურებული ფაქტია. მაგრამ, კლუნის შეყვარებული პოლიციის ეჭვმიტანილთა სიაში აღმოჩნდა.31 წლის იტალიელი მოდელი და ტელეწამყვანი, ელიზაბეტ კანალისი, კოკაინის მოხმარებაში ამხილეს.
ორი ცნობილი მილანური კლუბის, The club და Hollywood, საქმე 3 წელის ძიებაშია. კარაბინერებმა ეს ორი დაწესებულება ნარკოვაჭრების მომრავლებისა და პროსტიტუციის გავრცელებულობის გამო დახურეს. ძიების პროცესში კი კანალისის სახელი ამოტივტივდა - მისი ერთერთი მეგობრის ჩვენების მიხედვით, ის და ელიზაბეტი ერთად ყნოსავდნენ კოკაინს 2007 წელს ერთერთ ელიტურ ფართიზე.
თავად ელიზაბეტი კომენტარისგან თავს იკავებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიცია, გაურკვეველია.
ასე რომ, ჰოლივუდელი მაჩო შეიძლება კვლავაც ეულად დარჩეს საყვარელი ქალის დაპატიმრების გამო.


