ახალბედა ბენდი Hurts 2009 წელს მანჩესტერში შეიქმნა. ბრიტანული პროექტი ელექტრონიკასა და პოპს ქმნის. 2010 წელს მათი სადებიუტო ალბომის გამოშვება იგეგმება.ჯგუფი ორი წევრსაგან შედგება - ტეო ჰაჩკრაფტი და ადამ ანდერსონი. მათი სადებიუტო სინგლი, Wonderful Life, მაისში გამოვიდა, სულ მალე კი სადებიუტო ალბომის მოსმენის საშუალებაც გვექნება.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ, თურმე, ბიჭები უკვე კარგა ხანია კაილი მინოუგის ფანები არიან და, როგორც იქნა გაბედეს, პოპვარსკვლავისათვის თანამშრომლეობა შეეთავაზებინათ.
როცა ბიჭებმა აღმოაჩინეს, რომ ალბომზე მუშაობა თითქმის დასრულებული ჰქონდათ, მაგრამ მას რაღაც აკლდა სრულყოფილებისათვის კაილის მიმართეს. ისიც დასთანხმდა და ბენდის სიმღერას, Devotion, ამჟამად სწორედ მისი ვოკალი ადევს.
სადებიუტო ალბომი, “Happiness”, 2010 წლის სექტემბრის დასაწყისში მიაღწევს მსმენელის ყურამდე.


