მაიკლ ჯექსონი არაგანზრახ მკვლელობაში 7 ექიმი იყო ეჭვმიტანილი. მათ ბრალი სულ ცოტა ხნის წინ მოუხსნეს და საქმიანობის გაგრძელების უფლებაც მისცეს.მათ რიცხვში არ არის დოქტორი კონრად მიურეი, რომლის საქმის წინასწარი განხილვაც 23 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. მიმდინარეობს მის მიერ გამოწერილი რეცეპტებისა და მონაცემთა ბაზების გადამოწმება, სადაც ფიქსირდება ყველა გაცემული წამალი და მათი რეცეპი.
ასე რომ, ჯექსონის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისი არაგანზრახ მკვლელობის საქმე კვლავ აქტუალურია და, საეჭვოა, უახლოეს ხანებში იმაზე წინ წავიდეს, ვიდრე ახლაა.


