Muse-ის ვოკალისტმა, მეთიუ ბელამიმ აპრილშივე დაკარგა სასურველი სასიძოს სტატუსი. ეს მაშინ მოხდა, როცა მისი და კეტი ჰადსონის ურთიერთობის შესახებ პრესა ალაპარაკდა.კეიტმა და მეთიუმ ერთმანეთი ლოს-ანჯელესში გამართულ ფესტივალზე გაიცნეს. წყვილი უკვე 4 თვეა ერთადაა და სერიოზული გეგმებიც აქვს.ისინი ნიუ-იორკში სახლს ეძებენ, თუმცა, კეიტს ახალი საცხოვრებლის მიმართ დიდი მოთხოვნები აქვს - მას უნდა, რომ საყვარელი მამაკაცისთვის სტუდია მოაწყოს, ხოლო შვილისათვის სათამაშო ოთახი. სწორედ ამიტომ, წყვილმა ფინანსები გააერთიანა და ერთად შეუდგა სახლის ძიებას.
მეთიუსაგან განსხვავებით, 31 წლის კიტი ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. მისი მეუღლე როკბენდ ”The Black Corws-ის” ფრონტმენი, კრის რობინსონი იყო. 6-წლიანი ქორწინება 2006 წელს კრახით დასრულდა. ვნახოთ, სადამდე გასტანს მსახიობის მორიგი რომანი


