ქენიეი უესტმა Facebook-ის ოფისში ”ლაივკონცერტი” გამართა. ბრჭყალები კი იმიტომ, რომ რეპემა მხოლოდ 3 კომპოზიცია შეასრულა ყოველგვარი აკომპონიმენტის გარეშე. სცენის როლს ოფისის კაფეში მდგომი მაგიდა ასრულებდა.უესტის მიერ შესრულებული სამი სიმღერა მის ახალ ალბომში, "Good Ass Job", შევა. ქანიეის ორიგინალური პერფორმანსის ყურება კი უკვე YouTube-ზე შეგიძლიათ.
”Mama’s Boyfriend”, “Lost In The World” და ”Chain Heavy” Facebook-ის თანამშრომლებმა ჩაიწერეს და Youtube-ზეც ატვირთეს.
რეპერის მეხუთე სტუდიური ალბომი კი 2010 წლის სექტემბერში გამოვა. მის ჩაწერაში მონაწილეობას იღებენ ამერიკელი ფაუერპოპისა და ჯაზრეპის შემსრულებელი Q-Tip და Soulja Boy Tell 'Em – 20 წლის ამერიკელი რეპერი.


