თამაში დიზაინზე ჯეიმს ჰიულეტმა იზრუნა - იმავე ადამიანმა, რომელმაც Gorillaz-ის წევრების ანიმაციური პერსონაჟები შექმნა.მთავრი გმირი ბენდის ბასგიტარისტი მერდოკია. თამაშში 8 დონეა და თითოეულის დიზაინი საგანგებოდ არის შემუშავებული. მისი ღირებულება შეერთებულ შტატებში 1.99 დოლარია.
პრინციპში, თამაშის გამოსვლა Gorillaz-ის მესამე სტუდიური ალბომის, ”Plastic Beach”, სარეკლამო კამპანიად შეიძლება ჩაითვალოს. ალბომის ჩაწერაში ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან სნუპ დოგი, ლუ რიდი და მოს დეფი.


