კეტი უინსლეტმა, როგორც იქნა, მეუღლესთან გაშორება გადახარშა. მექსიკიდანაც დაბრუნდა და მშობლიურ ნიუ-იორკში განაგრძობს ვარსკვლავურ მოღვაწეობას. ოსკაროსანი ქალბატონის ცხოვრებაში უკვე ახალი მამაკაციც გამოჩნდა - ლუი დოულერი წარმატებული მოდელია. კეიტი და ლუი ამჟამად ჰარმონიული ურთიერთობებით ტკბებიან და სერიოზული გეგმების შესახებ არ საუბრობენ.”ლუის იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, კარგი ბიჭია. უყვარს სერფინგი, მიმზიდველია და საერთოდ არ გამოირჩევა ქედმაღლობით” - ასე ახასიათებს კეიტის ახალ სიყვრულს მისი მეგობარი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები, თითქოს უინსლეტი ყოფილ მეუღლეს, რეჟისორ სემ მენდესს უბრუნდებოდა, თუმცა, კეიტის წარმომადგენელმა უარყო ხმები.
კეიტი HBO-ს სერიალში იღებს მონაწილეობას, სულ მალე კი სტივენ სოდერბერგის საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანზეც გამოჩნდება.


