პალესტინელებმა Boney M-ს ლეგენდარული სიმღერის შესრულება აუკრძალეს. ”Rivers Of Babylon” 1970 წელს შეიქმნა ჯგუფისათვის The Melodians. ის პოპულარული 1978 წელს გახდა, როცა ლეგენდარულმა გერმანულმა დისკობენდმა სიმღერის ქავერი ჩაწერა და იმავე წელს გამოსულ ალბომში, “Nightflight to Venus”, შეიტანა.პალესტინელების პრეტენზიის მიზეზი სიმღერის ტექსტში ციტირებული ფსალმუნი გახდა.
სიტყვები - "By the rivers of Babylon, there we sat down//We wept when we remembered Zion" ებრაელთა საკუთარი მიწიდან გაძევებას ეხება. ფესტივალის ორგანიზატორებმა კი სწორედ ამ სიტყვების გამო, სიმღერის პალესტინაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე შესრულება არარეკომენდებულად ჩათვალეს.
ბენდის ვოკალისტმა, მეიზი უილიამსმა, გაკვირვება ვერ დამალა და განაცხადა, რომ ვერ გაარკვია, ეს ქვეყნის მთავრობის მიერ იყო ნაკარნახევი, თუ არა, მაგრამ ჯგუფის წევრები, ცოტა არ იყოს და, გაოგნებულები არიან.
სავარაუდოდ, პალესტინელთა სინდისი ებრალების ტრაგედიაზე მოსმენას სიმღერიდანაც ვერ უძლებს.


