მელ გიბსონის თემა ასეთი პოპულარული მაშინაც არ ყოფილა, როცა ჰოლივუდელმა რეჟისორმა და მსახიობმა სკანდალური ფილმი, ”ქრისტეს ვნებანი” გადაიღო. სკანდალები მაშინ დაიწყო, როცა 7 შვილის მამა ცოლს გაეყარა, რუსი საყვარელი გაიჩინა და მისგან ბავშვიც შეეძინა, შემდეგ დაშორება გადაწყვიტა, მეორე ცოლი მშრალზე დატოვა და არც სატელეფონო ლანძღვა-გინება მოაკლო.ახლა უკვე მეორე ქალი გამოჩნდა, რომელიც მსახიობს ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მელთან სასიყვარულო ურთიერთობა შარშან ივლისში დაიწყო. ბოლოს კი გიბსონი მადლიერების დღეზე ნახა, ანუ ნოემბერში. მან არაფერი იცოდა აქსანაზე და მათ საერთო შვილზე. 26 წლის ვიოლეტა ამბობს, რომ გიბსონი უკონტროლო გახდა, როცა მათი ურთიერთოის შესაებ იონფორმაცია გავრცელდა. ის, თურმე, ისე შეშინებულა, პოლიციაში დარეკვასაც კი აპირებდა.
სანამ კიდევ ერთი განაწყენებული ქალის მოგერიებაზე მიდგება საქმე, გიბსონის ოჯახის მეგობარი ამბობს, რომ გრიგორევამ და მან შეთანხმებას მიაღწიეს. გიბსონი ქალს 15 მილიონ დოლარს გადაუხდის, ასევე, თავის შვილს, ლუსიას, ფასიან ქაღალდებსა და სხვა აქტივებსაც დაუმტკიცებს.


