ტომ ფელტონმა ჰარი პოტერზე გადაღებული ფილმებით გაითქვა სახელი. დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი უკვე კარგა ხანია მუსიკითაა გატაცებული.მისი გატაცება სულ ცოტა ხნის წინ მეორე პროფესიად იქცა. ფელტონმა უკვე გააფორმა კონტრაქტი დამოუკიდებელ ლეიბლ Six Strings Production-თან და სულ მალე ალბომის ჩაწერას გეგმავს.
ფელტონი ინტერვიუებში ამბობს, რომ ალბომს ერთ ძალიან მაგარ ბენდთან ერთად წერს და მისი ძველი ჩანაწერები სწორედ მათი დახმარებით სრულფასოვან კომპოზიციებად იქცევა.
ალბომის ჩაწერა დაწყებულია, თუმცა, როდის იხილავს ის დღის სინათლეს, ან რა დაერქმევა მის სადებიუტო დისკს, ჯერჯერობით ცნობილი არაა.


