ეკა კვალიაშვილი იმდენად დაღალა მარტოობამ, რომ კლიპის გადაღება გადაწყვიტა თვის მსგავსად მარტოობით დაღლილ მანდილოსნებზე.”მე უშენოდ აღარ მინდა” - სწორედ ასე ჰქვია ქართული ესტრადიდან კარგა ხნის წინ გაუჩინარებული ეკა კვალიაშვილის ახალ სიმღერას. ამჟამად ვიდეოს გადაღება მიმდინარეობს. მისი პრემიერა კი ბათუმში ერთერთ კლუბში იგეგემება.
სხვათა შორის, კლიპის რეჟისორი ქართულ ესტრადაზე უკვე საკამოდ ცნობილი შემსრულებელია.
რეჟისორის გარდა პოპულრობის ნაკლებობას არ უჩივიან კლიპში მონაწილეებიც, რომელთა შორის ბევრ სახეს შეხვდებით.
ასე რომ, 19:30 საათზე ეკა კვალიაშვილის ახალი ვიდეოს გადასაღები მოედნიდან მოგითხრობთ ქართული შოუბიზნესის გამოცოცხლების კიდევ ერთ მცდელობაზე



