“The killers-ის” ვოკალისტმა უკვე კარგა ხანია სოლოალბომზე მუშაობა დაიწყო. მან უკვე გამოუშვა პიველი სინგლი და ვიდეოც გადაიღო.CrossFire - აი, ასე ჰქვია, ბრენდონ ფლაუერსის კლიპს რომელშიც შარლიზ ტერონი, ჰოლივუდელი ოსკაროსანი ვარსკვლავი, მონაწილეობს. რაც შეხება ვიდეოს სიუჟეტს - ესაა კლიპი ტიპურ ძლიერ ქალზე. ვიდეო ”ლარა კროფტის” სტილშია გადაღებული. მასში თავად ბრენდონიც მონაწილეობს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტერონის გმირი მის გადარჩენას 4-ჯერ ახერხებს.
კლიპის შეფასების საშუალება სულ მალე მოგვეცემა და ბრენდონის სოლოდისკიც საშემოდგომოდ მიაღწევს მისი ერთგული მსმენელების ყურამდე.


