ჯენიფერ ენისტონი ელიზაბეტ ტეილორის გზას დაადგა და სახელობითი სუნამო გამოუშვა. “Lolavie” - ასე ერქმევა მის მიერ შექმნილ ახალ არომატს, რომელშიც ჟასმინის სურნელის ამოცნობა შეგიძლიათ.”მე კალიფორნიაში გავიზარდე და ეს არომატი ჩემთვის ძალიან მშობლიურია” - აცხადებს ჰოლივუდელი ვარსკვლავი.
ახალი სუნამოს მხარდსაჭერად მსახიობმა ეროტიკული ფოტოსესია მექსიკაში მოაწყო და ძალიან სექსუალურ სურათებსაც გამოჰკრა ხელი.
შეგახსენებთ, რომ სახელობითი სუნამოების გამოშვების ტრადიცია 1991 წელს ელიზაბეტ ტეილორმა დანერგა, მას მიჰყვნენ კეიტ მოსი, ბრიტნი სპირსი, ჯენიფერ ლოპესი და ბევრი სხვა.
საკუთრი სუნამოს შექმნის გარდა საკმაოდ პოპულარულია რომელიმე ცნობილი ბრენდის სახედ გახდომაც - ნიკოლ კიდმანი, მაგალითად, ”Chanel №5-ის” სახე იყო დიდი ხნის განმავლობაში.
მისი ადგილი შემდგომში ფრანგმა ლამაზმანმა და ”ამელის” ვარსკვლავმა, ოდრი ტოტუმ დაიკავა.


