ხანდახან პოლიტიკური სკანდალები ძალიან დიდი პოპულარიზაციას უწევეს კულტურის სფეროს. მაგალითად, ამერიკა-რუსეთს შორის გაჩენილი კონფლიქტი, რომელიც რუსეთის აგენტების აღმოჩენამ გამოიწვია, პირდაპირ მისწრებაა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისათვის, ”სოლტი”.
მისი პრემიერა 25 ივლისს შედგება. მანამდე კი ანჯლინა ჯოლის ასეთ კომენტარს აკეთებს - ”ხანდახან უყურებ ფილმს და ფიქრობ, ნეტა, შეიძლება მსგავსი რამ რეალურ ცხოვრებაშიც მოხდეს? სწორედ ასეთ შეგრძნებას იწვევს ”სოლტის” ყურებაც. ფილმისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან მომგებიაანია, რომ ახლახან აგორებულ სკანდალში მონაწილე ანა ჩაპმანი ჩემს გმირს წააგავს, თუმცა, ვიმედოვნებ, ეს სიტუაცია 2 ქვეყანას შორის ურთიერთობას არ დაძაბავს.”
ანჯელინა სურვილის გულწრფელობაში ეჭვი არ გვეპარება, თუმცა, ვეჭვობთ, რუსეთ-ამერიკას შორის დაძაბულ ურთიერთობას მისმა კეთილმა სურვილებმა რამე უშველოს.


