მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ თვითმკვლელობა სცადა, წყვილის ურთიერთობა ბევრად უფრო ჰარმონიული გახდა. ამან კი კინგს სასამართლოდან გაყრის თაობაზე გაკეთებული განცხადება გამოატანინა.”შვილების გარემოცვაში ყოფნით ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ” - განაცხადა 76 წლის ყოფილმა ტელეწამყვანმა, რომელმაც საავტორო გადაცემა დატოვა. 25-წლიანი სტაჟის მქონე CNN-ის ერთერთი ყველაზე რეიტინგული შოუს ახალი წამყვანის ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია.
ლარი კინგმა 76 წლის ასაკში 8-ჯერ დაქორწინება მოსაწრო, აქედან ორჯერ - ერთსა და იმავე ქალბატონზე. მისი მეშვიდე მეუღლე შონ საუთვიკია, ყოფილი მომღერალი და ტელეწამყვანი. მათ 2 შვილი, 10 და 11 წლის ბავშვები ჰყავთ, გარდა ამისა, ლარი შონის უფროსი ვაჟის მამინაცვალიცაა. წინა ქორწინებებიდან კი ლარის 3 შვილი ჰყავს.
ასე რომ, Larry King Live-ის ლეგენდარული ჰოსტის ცხოვრებაში სიახლეების დროა. ის აპირებს ოჯახს ბევრად მეტი დრო დაუთმოს და აქტიური ჟურნალისტიკა დატოვოს.


