16 წლის ჯასტინ ბიბერი ნამდვილი მე-18 საუკუნის რაინდია!!! დედამისის განცხადებით, ის აპირებს, უმანკოება იქამდე შეინარჩუნოს, სანამ საყვარელ ქალს არ იპოვის. გარდა ამისა, თურმე, ბიბერი დიდ პატივს სცემს სუსტ სქესს. საოცრებაა, პირდაპირ, 21-ე საუკუნეში ასეთი პოპულარული ბიჭისგან მსგავსი განცხადების მოსმენა. ”ძალიან რთულია ჩემთვის შესაფერისი ადამიანის პოვნა” - განაცხადა ერთერთ ინტერვიუში ტინეიჯერების ახალმა კერპმა.
თუმცა, ალბათ, არავის დაგვიწყებია ბრიტნი სპირსის მანიპულირება თავისი უმანკოებით. ამის შედეგი კი ისაა, რომ პოპვარსკვლავი საყვარლებს ცხვირსახოცებივით იცვლის და ერთი-ორჯერ უკვე დედობის უფლებაც ჩამოართვეს.
ასე რომ, 16 წლის თინეიჯერის სურვილების უკან რა დგას, კაცმა არ იცის.


