როგორც იქნა ამოხსნეს ჯონი დეპის ხშირი სტუმრობის მიზეზი როკკონცერტებზე. ”კარიბის ზღვის მეკობრეების” ვარსკვლავი ბრიტანული ტაბლოიდის, “The Sun-ის”, ცნობით როკმომღერალს შეასრულებს ახალ ფილმში "Sonny Boy".ახალი ფილმის სიუჟეტი უკვე ცნობილია - ჯონი დეპის გმირი გარდაცვლილი მომღერლის სიმღერაზე ქავერვერსიას წერს. კომპოზიციის გაჰიტების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ორიგინალის ავტორი ცოცხალია. დეპის გმირი კი მის საძებნელად მიემგზავრება.
ჯონი დეპს მუსიკალურ სფეროში გამოცდილება არ აკლია. სანამ 47 წლის ამერიკელი ვარსკვლავი პოპულარული მსახიობი გახდებოდა, 2 ბენდის, The Kids და Rock City Angels-ის გიტარისტი იყო.
გარდა ამისა, მეუღლის, ვანესა პარადის 2000 წელს გამოშვებული ალბომის, “Bliss” და Oasis-ის ტრეკების ჩაწერაში იღებდა მონაწლეობას. ასევე, მუსიკალურად აფორმებდა ფილმს ”შოკოლადი” და ”ერთხელ მექსიკაში”.
ასე რომ, დეპი ახალ ამპლუაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში


