სიახლეები
გამოკითხვა - მთავარი
რომელი გადაცემა მოგენატრათ ყველაზე მეტად ჩვენს ეთერში?
Top 10
Mike Posner
Cooler Than Me
Play SMS 1598
Jason Derulo
Ridin' Solo
Play SMS 1600
Justin Bieber
Love Me
Play SMS 1575
JLS
The Club Is Alive
Play SMS 1590
Eminem & Rihanna
Love The Way You Lie
Play SMS 1576
Usher
There Goes My Baby
Play SMS 1596
Потап и Настя Каменских
Лето
Play SMS 1593
Katy Perry
Teenage Dream
Play SMS 1588
Kesha
Take It Off
Play SMS 1581
BOB & Haley Williams
Airplanes
Play SMS 1543
სიახლეები
T.I.-სა და მარიხუანას საბედისწერო სიყვარული T.I.-სა და მარიხუანას საბედისწერო სიყვარული
04 სექტემბერი 2010
რეპერები რომ მარიხუანას დიდი მოყვარულები არიან, დიდად გასაკვირი ფაქტი არ არის. ალბათ, რაც ის გაგიკვირდებათ, რომ T.I. სწორედ ამ ნივთიერების ქონის გამო წააბრძანა პოლიციამ განყოფილებაში.

29 წლის T.I. მეუღლესთან ერთად საგზაო წესების დარღვევით მიემართებოდა ჩვენთვის უცნობი მიმართულებით, როდესაც სამართალდამცავებმა მისი მანქანა გააჩერეს, აკრძალული ნივთიერების სუნი იყნოსეს და შესაბამისად, მარიხუანაც მალევე აღმოაჩინეს.

რა სასჯელს დაიმსახურებს რეპერი, ჯერჯერობით გაურკვეველია.
თუმცა, მისი საქმე რომ მთლად კარგად არ არის, შეამჩნევდით Undecided
2010 წლის EMA მადრიდში ჩატარდება 2010 წლის EMA მადრიდში ჩატარდება
02 სექტემბერი 2010
წლევანდელი EMA 2010 წლის 7 ნოემბერს, კვირას, მადრიდში ჩატარდება.MTV-ის არსებობის 17 წლის განმავლობაში ერთერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი ესპანეთში უკვე მეორედ იმართება.
ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ესპანური MTV წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.2009 წლის დაჯილდოება ბერლინში ჩატარდა.

2010 წლის ევროპული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალის ნომინანტები 20 სექტემბერს გახდებიან ცნობილი. ფავორიტებისათვის ხმის მიცემაც ამ დღიდან დაიწყება.
თავად ცერემონიალი კი, როგორც უკვე გითხრაით, 7 ნოემბერს, მადრიდში, La Caja Mágica-ზე, ცნობილ ტენისის კორტებზე გაიმარტება.
ორგანიზატორები წელს ყველაზე დასამახსოვრებელ საღამოს გვპირდებიან. ვნახოთ, რა გამოუვათ Wink
მაიკლ დუგლასი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის მაიკლ დუგლასი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის
02 სექტემბერი 2010
ლეგენდარული მსახიობი, მაიკლ დუგლასი, კიბოს ებრძვის. მსახიობს დაავადება მეოთხე სტადიაში აღმოუჩინეს. ექიმთა განცხადებით, ყელში გაჩენილი სიმსივნე აქტიური მწეველობისა და ალკოჰოლის დამსახურება.

მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, 65 წლის მსახიობი რამდენიმე დღის წინ ერთერთ ამერიკულ ტოკშოუში გამოჩნდა და განაცხადა, რომ ექიმები მისი გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავენ და მკურნალობის წარმატებას 80%-ით აფასებენ.

დუგლასს მარტო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს - ჯერ იყო და მისი უფროსი ვაჟი ნარკოტიკების შენახვისა და გასაღებისათვის 5-წლიან სასჯელს ვერ ასცდა, შემდეგ კი ფინანსური კრიზისის გამო მაიკლმა კაპიტალის 40%-ი დაკარგა.
ყველაფრის მიუხედავად, ”ძირითადი ინსტინქტის” ვარსკვლავი სიცოცხლის გადარჩენისათვის იბრძვის.
მის გვერდით კი 40 წლის მეუღლე, ცნობილი მსახიობი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, და მისი 2 პატარა ვაჟი დგას.
რჩევა ემის რჩევა ემის
01 სექტემბერი 2010
ემი უაინსჰაუზს ნარკოტიკებთან პრობლემები აქვს, თვითონაც აღარ ითვლის იმ თანხებს, რომელსაც გამოსწორებაში ყრიდა. აღარ ითვლის მეგობარ მამაკაცებსაც.ერთხელ დანგრეული ოჯახის შემდეგ მან უკვე რამდეიმე ბოიFრენდი გამოიცვალა. ბოლო რეგ ტრევისი იყო - რეჟისორი. თუმცა, როგორც ჩანს, არც მასთან დასცალდება დიდხანს ყოფნა.

რეგის ყოფილი შეყვარებული, მოცეკვავე რეივენი, ამტკიცებს, რომ რეგი ორივე ქალთან ცდილობდა ურთიერთობა შეენარჩუნებინა. მას აჯერებდა, რომ ემისთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა და ჭორები მასთან რომანის შესახებ ჟურნალისტების გაბუქებული იყო. 

მაგრამ, ერთხელც რეივენს მოჰბეზრდა სიყვარულის მალვა და ჟურნალისტებთან გულახდილობა გადაწყვიტა. მოყვა თავისი და რეგის ფარული ურთიერთობის შესახებ და თქვა, რომ დაიღალა კაცის ტყუილებით, მასთან კავშირი გაწყვიტა. ემის კი ასეთი რჩევა მისცა: ”დაასრულე მასთან ურთიერთობა ისე, როგორც მე დავასრულე”.

ემის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შერი და კრისტინა აგილერა მუსიკას არ სჯერდებიან შერი და კრისტინა აგილერა მუსიკას არ სჯერდებიან
01 სექტემბერი 2010
კრისტინა აგილერა და შერი რომ ნიჭიერი ქალბატონები არიან, ამაში ეჭვი არ გვეპარება. მათ უკვე კარგა ხანია თავი კინემატოგრაფიაშიც გამოსცადეს. მათი არცერთი ნამუშევარი ამ სფეროში დიდად პოპულარული არ გამხდარა. ვანხოთ, როგორი გამოვა მათი ერთობლივი შემოქმედება.

ახალი ჰოლივუდური მიუზიკლი 2010 წლის ბოლოსათვის გამოვა ეკრანებზე. ფილმს ”Burlesque” ჰქვია.
სიუჟეტი კი დაახლოებით ასეთია - კრისტინას გმირი, ელი, ლოს ანჯელესის დასაპყრობად მიემართება. ის კლუბში, ”Burlesque Lounge”,  იწყებს მუშაობას. კლუბს მფლობელს შერი ასახიერებს.
კრისტინას ნიჭიერება ეხმარება ტესს, შერის გმირს, დახურვის პირას მყოფი კლუბი კრახს გადაარჩინოს.
ფილმის რეჟისორი სტივენ ენტინია.
ვნახოთ, როგორ გამოხმაურებას ჰპოვებს ორი პოპდივას ერთობლივი ნამუშევარი.

ყველაზე ”მომგებიანი” ვარსკვლავები ყველაზე ”მომგებიანი” ვარსკვლავები
31 აგვისტო 2010
ჟურნალმა Forbes წლის ყველაზე მომგებიანი მსახიობები დაასახელა. მათ მიერ მოტანილი მოგება ასე დაითვალეს - აირჩიეს ჰოლივუდის 36 ვარსკვლავი და გამოითვალეს, რამდენი თანხა შეჰმატეს კინოსტუდიებს ფილმებმა, რომლებშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას.

ასეთი რთული სტატისტიკური პროცედურის შემდეგ პირველი ადგილი შაია ლაბეფმა, ”ტრანსფორმერების” ვარსკვლავმა დაიმსახურა. ჟურნალის გამოთვლების მიხედვით, მსახიობში ჩადებული ყოველ დოლარი 81 დოლარი მოგების მომტანია. მეორე ადგილზე ენ ჰეტევეი გავიდა, რომელსაც, თურმე, კინოსტუდიებისთვის 6400% მოგება მოაქვს. მესამე ადგილზე დენიელ რედკლიფია, მეოთხეზე - რობერტ დაუნი უმცროსი, მეხუთეზე კი - კეიტ ბლანშეტი.

ცოტა ხნის წინ Forbse-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობიც გამოავლინა - სანდრა ბალოკი. მან 2 ფილმში, ”წინადადება” და ”უცნობი მხარე” 56 მილიონი დოლარი მიიღო.
როგორც ხედავთ, სანდრა ყველაზე მაღალანაზრაურებადი კია, მაგრამ კინოსტუდიებს მისგან დიდი მოგება ნამდვილად არ აქვთ. ის პირველ ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.
Hot Summer Nights - უყურეთ სეზონის ბოლო გადაცემას! Hot Summer Nights - უყურეთ სეზონის ბოლო გადაცემას!
31 აგვისტო 2010
წლევანდელი საზღვაო სეზონი ნელა-ნელა წარსულს ჰბარდება. შავიზღვისპირეთიც ცარიელდება და  ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდება. Music Box-ი კი ახალი სეზონისათვის იწყებს მზადებას.

ასე რომ, ოთხშაბათს Hot Summer Nights-ის საზაფხულო სეზონისათვის ბოლო გადაცემას გთავაზობთ.

თეთრებში გამოწყობილი არც ისე თეთრი და გარუჯული დამსვენებლები Bamba Rooms-ში, 5 ლამაზმანისაგან შემდგარი ახალი ქართულ-ამერიკული ბენდი და Dj Rembo Music Hall-ში - ამ ყველაფერზე  Hot Summer Nights-ის სეზონის ბოლო გადაცემაში მოგიყვებით Cool

ასე რომ, ჩვენი პროექტი ამ სეზონისათვის სრულიად დამსახურებულ არდადეგებს აცხადებს და მომავალ ზაფხულამდე  გემშვიდობებათ Wink
ლილ უეინი - აქტიური პატიმარი ლილ უეინი - აქტიური პატიმარი
30 აგვისტო 2010
ლილ უეინი ციხეშიც არ ისვენებს. მართალია ამერიკელი რეპერი 5 ნოემბერს გათავისუფლდება სამართალდამცავების ”ტყვეობიდან”, მაგრამ სულაც არ აპირებს, რომ გისოსებსმიღმა დარჩენილი დრო  უმიზნოდ დაკარგოს.

მისი მერვე სტუდიური ალბომი ციხიდან გათავისუფლების დღესვე გამოვა, მანამდე კი  მინიალბომი, ე.წ. EP, “I'm Not a Human Being”, დაატკბობს მისი ფანების ყურთასმენას.

უეინმა ერთწლიან პატიმრობას იარაღის უკანონო ტარება-შენახვის გამო გამოჰკრა ხელი, თუმცა, კარგი ყოფაქცევის გამო, სასჯელი 8 თვემდე შეუმცირდა.
ასე რომ, უეინი და მისი ალბომი ერთდროულად იხილავენ დღის შუქს.
ჰილტონს მანიაკები ერჩიან ჰილტონს მანიაკები ერჩიან
30 აგვისტო 2010
პერის ჰილტონს დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია.
დილის 7 საათისათვის მის ლოს-ანჯელესურ სახლში შეჭრა ორი უზარმაზარი დანით შეიარაღებულმა მანიაკმა სცადა.

ამ ინცინდენტის შესახებ სკანდალისტმა გოგონამ ფანებს ტვიტერის საშუალებით შეატყობინა. მანიაკს პერისამდე მიღწევა არ დასცალდა - სიგნალიზაცია ჩაირთო და პოლიციამაც სულ მალე შეძლო მისი აყვანა.

პერისი ორი უზარმაზარი დანისა და მისი გადარეული პატრონის მოგერიებას გადაურჩა. ამერიკული პოლიცია არანაირ კომენტარს ინცინდენტთან დაკავშირებით არ აკეთებს.
ჰილტონი კი ჩვეული მანერით ებრძვის გადატანილ სტრესს - სპასალონებს სტუმრობს და Fეშენმაღაზიებს ამდიდრებს.
დაგვიმეგობრდი Twitter-ზე

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე
Music Box Official YouTube Channel