სიახლეები
გამოკითხვა - მთავარი
რომელი გადაცემა მოგენატრათ ყველაზე მეტად ჩვენს ეთერში?
Top 10
Mike Posner
Cooler Than Me
Play SMS 1598
Jason Derulo
Ridin' Solo
Play SMS 1600
Justin Bieber
Love Me
Play SMS 1575
JLS
The Club Is Alive
Play SMS 1590
Eminem & Rihanna
Love The Way You Lie
Play SMS 1576
Usher
There Goes My Baby
Play SMS 1596
Потап и Настя Каменских
Лето
Play SMS 1593
Katy Perry
Teenage Dream
Play SMS 1588
Kesha
Take It Off
Play SMS 1581
BOB & Haley Williams
Airplanes
Play SMS 1543
სიახლეები
ლარი კინგმა მერვე ქორწინების შენარჩუნება მოახერხა ლარი კინგმა მერვე ქორწინების შენარჩუნება მოახერხა
09 ივლისი 2010
მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ თვითმკვლელობა სცადა, წყვილის ურთიერთობა ბევრად უფრო ჰარმონიული გახდა. ამან კი კინგს სასამართლოდან გაყრის თაობაზე გაკეთებული განცხადება გამოატანინა.

”შვილების გარემოცვაში ყოფნით ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ” - განაცხადა 76 წლის ყოფილმა ტელეწამყვანმა, რომელმაც საავტორო გადაცემა დატოვა. 25-წლიანი სტაჟის მქონე CNN-ის ერთერთი ყველაზე რეიტინგული შოუს ახალი წამყვანის ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია.

ლარი კინგმა 76 წლის ასაკში 8-ჯერ დაქორწინება მოსაწრო, აქედან ორჯერ - ერთსა და იმავე ქალბატონზე. მისი მეშვიდე მეუღლე შონ საუთვიკია, ყოფილი მომღერალი და ტელეწამყვანი. მათ 2 შვილი, 10 და 11 წლის ბავშვები ჰყავთ, გარდა ამისა, ლარი შონის უფროსი ვაჟის მამინაცვალიცაა. წინა ქორწინებებიდან კი ლარის 3 შვილი ჰყავს.

ასე რომ, Larry King Live-ის ლეგენდარული ჰოსტის ცხოვრებაში სიახლეების დროა. ის აპირებს ოჯახს ბევრად მეტი დრო დაუთმოს და აქტიური ჟურნალისტიკა დატოვოს.
ანჯელინა პოლიტიკური სკანდალში გაეხვა ანჯელინა პოლიტიკური სკანდალში გაეხვა
09 ივლისი 2010
ანჯელინა ჯოლის სკანდალები არასდროს ეკლდა. ბოლო მითქმა-მოთქმა მისმა როლმა გამოიწვია ფილმში ”სოლტი”. ახალი ფილმის პრემიერა 23 ივლისისათვის რუსეთში იგეგმება. ანჯელინა აგენტის როლს ასრულებს, რომელსაც რუს სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი და შტატების პრეზიდენტის მოკვლას ცდილობს.

ფილმის პრემიერამდე სულ ცოტა ხნით ადრე დააკავეს 28 წლის ანა ჩაპმანი, რომელსაც ბრალი რუს სპეცსამსახურებთან კავშირში დასდეს.

ანას პოლიტიკურ წრეებში ”ბონდის გოგონასა” და ”აგენტ 90-60-90-საც” კი უწოდებენ. ამ ინცინდენტის შემდეგ ბევრმა ჟურნალისტმა ჩაპმანისა და ჯოლის გმირის მსგავსებას გაუსვა ხაზი. ამჯერად ჯოლი რუსეთში იმყოფება და ჭორებზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
უმანკო ჯასტინი უმანკო ჯასტინი
09 ივლისი 2010
16 წლის ჯასტინ ბიბერი ნამდვილი მე-18 საუკუნის რაინდია!!! დედამისის განცხადებით, ის აპირებს, უმანკოება იქამდე შეინარჩუნოს, სანამ საყვარელ ქალს არ იპოვის. გარდა ამისა, თურმე, ბიბერი დიდ პატივს სცემს სუსტ სქესს. 

საოცრებაა, პირდაპირ, 21-ე საუკუნეში ასეთი პოპულარული ბიჭისგან მსგავსი განცხადების მოსმენა. ”ძალიან რთულია ჩემთვის შესაფერისი ადამიანის პოვნა” - განაცხადა ერთერთ ინტერვიუში ტინეიჯერების ახალმა კერპმა. 

თუმცა, ალბათ, არავის დაგვიწყებია ბრიტნი სპირსის მანიპულირება თავისი უმანკოებით. ამის შედეგი კი ისაა, რომ პოპვარსკვლავი საყვარლებს ცხვირსახოცებივით იცვლის და ერთი-ორჯერ უკვე დედობის უფლებაც ჩამოართვეს. 

ასე რომ, 16 წლის თინეიჯერის სურვილების უკან რა დგას, კაცმა არ იცის.
შორენას ელიტური დაბადების დღე შორენას ელიტური დაბადების დღე
09 ივლისი 2010
ლამაზ ქალბატონებს ასაკის მატება ყველაზე მეტად აშინებთ. შორენა ბეგაშვილიც, სავარაუდოდ, მათ შორისაა, თუმცა, მაინც გადაწყვიტა, კიდევ ერთი წლის შემატება პომპეზურად აღენიშნა და დაბადების დღე ერთერთ პოპულარულ და ელტიურ რესტორანში გადაიხადა.

ალბათ, შეამჩნევდით ამ ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრადიციას – ჯერ იყო და ბიჭოლამ მოილხინა 22–ე დაბადების დღეზე Sky Lounge-ში, ახლა შორენამაც გადაწყვტა მოდას არ ჩამორჩენოდა და ქართველი Fეისები მორიგ Birthday Party–ზე მიიპატიჟა.

ქართველი სექსსიმბოლოს დაბადების დღეზე News Box-ში მოგიყვებით. როგორც ყოველთვის, 19:30– საათზე.
რა იცით, იქნებ, ბეგაშვილის ასაკსაც კი მოჰკრათ ყური Tongue out
ჯონი დეპმა როკმუსიკაში გადაინაცვლა ჯონი დეპმა როკმუსიკაში გადაინაცვლა
08 ივლისი 2010
როგორც იქნა ამოხსნეს ჯონი დეპის ხშირი სტუმრობის მიზეზი როკკონცერტებზე. ”კარიბის ზღვის მეკობრეების” ვარსკვლავი ბრიტანული ტაბლოიდის, “The Sun-ის”, ცნობით როკმომღერალს შეასრულებს ახალ ფილმში "Sonny Boy".

ახალი ფილმის სიუჟეტი უკვე ცნობილია - ჯონი დეპის გმირი გარდაცვლილი მომღერლის სიმღერაზე ქავერვერსიას წერს. კომპოზიციის გაჰიტების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ორიგინალის ავტორი ცოცხალია. დეპის გმირი კი მის საძებნელად მიემგზავრება.

ჯონი დეპს მუსიკალურ სფეროში გამოცდილება არ აკლია. სანამ 47 წლის ამერიკელი ვარსკვლავი პოპულარული მსახიობი გახდებოდა, 2 ბენდის, The Kids და Rock City Angels-ის გიტარისტი იყო.
გარდა ამისა, მეუღლის, ვანესა პარადის 2000 წელს გამოშვებული ალბომის, “Bliss” და Oasis-ის ტრეკების ჩაწერაში იღებდა მონაწლეობას. ასევე, მუსიკალურად აფორმებდა ფილმს ”შოკოლადი” და ”ერთხელ მექსიკაში”.
ასე რომ, დეპი ახალ ამპლუაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში
ჯორჯ მაიკლი ავარიაში მეშვიდედ მოყვა ჯორჯ მაიკლი ავარიაში მეშვიდედ მოყვა
08 ივლისი 2010
ვარსკვლავს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. მას შემდეგ რაც პოლიციამ დაადგინა, რომ ის სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტოს, მხოლოდ  ფულად ჯარიმას დასჯერდა.

ჯორჯ მაიკლი დილის 4 საათისათვის მშობლიური ინგლისის ფოტომაღაზიის ვიტრინას შეეჯახა.

დაახლოებთ იგივე ტიპის ინცინდენტები ბოლო წლებია ხშირად მეორდება. ყველაზე ცნობილი მათგანი 2006 წელს მოხდა. მაშინ ჯორჯმა შოსეზე საცობი გამოიწვია - ნარკოტიკების ზემოქმედების გამო მანქანის მართვა ვერარ შეძლო. 47 წლის პოპმომღერალი მაშინ ციხეს 100-საათიანი სავალდებულო საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებით ასცდა.
კეიტი პერი ბაკინგემის სასახლეს უმიზნებს კეიტი პერი ბაკინგემის სასახლეს უმიზნებს
08 ივლისი 2010
თურმე, კეიტი პერი პრინცი ჰარის დიდი ფანია და მასთან შეხვედრაზე ოცნებობს. ამას არც საქმროსთან, ბრიტანელ კომიკოს რასელ ბრენდთან, მალავს.

უცნობი წყაროს განცხადებით, კეიტის აზრით პრინცი ჰარი ძალიან მხიარული ბიჭია. მასთან შეხვედრის გარდა, პერი ბაკინგემის სასახლის დათვლიერებაზე და დედოფალთან ერთად ჩაის მირთმევაზე ოცნებობს.
ეტყობა სამეფო ოჯახისადმი დიდი ინტერესი მას გენეტიკურად ერგო. მისი მშობლები ლედი დის დიდი გულშემატკივრები ყოფილან.

სამეფო ოჯახიდან კეიტის სურვილებს ჯერ არავინ გამოხმაურებია, თუმცა, რა იცით, რა ხდება Wink
უკომპლექსო ქართველი რეპერები უკომპლექსო ქართველი რეპერები
08 ივლისი 2010
ამ სიცხეში ქართველ კაცებს რომ კიდევ Hot დროის ტარება უნდათ, ალბათ, გასაკვირია. მაგრამ ეს ფაქტი ძალიანაც აწყობთ სტრიპტიზკლუბ “Diva-ს” მფლობელებს, რომლებიც საღამოობით სტუმართა ნაკლებობას არასდროს განიცდიან.

ჩვეულებრივ სტუმართაგან განსხვავებით კლუბს  კლიპის გადამღები ჯგუფი ეწვია, ასე რომ, მოცეკვავე გოგონები სულ მალე ახალ ვიდეოშიც გამოჩნდებიან. 

8 ივლისს  News Box-ი სწორედ იმ გამბედავ ქართველ რეპერებზე მოგიყვებათ, რომლებიც ახალ კლიპში სტრიპტიზიორი გოგონების კადრებს აქტიურად გამოიყენებენ და სულ მალე, ალბათ, უკომპლექსობაზეც განაცხადებენ პრეტენზიას.
ასე რომ, 8 ივლისის News Box-ის გამოტოვებას ნამდვილად არ გირჩევთ WinkWinkWink
ფინქს პორტიეები აბრაზებენ ფინქს პორტიეები აბრაზებენ
07 ივლისი 2010
ფინქს, თურმე, ყველაზე მეტად ლოდინი ეჯავრება. თანაც ბარგის ლოდინი სასტუმროში.
მომღერალი ამჟამად ”Funhouse Summer Carnival Tour-ში” იმყოფება, მთელ ევროპაში კონცერტებს მართავს და სასტუმროების გამოცვლაც ხშირად უწევს. პორტიეები კი სწორედ მის ნერვებზე თამაშობებ და შემსრულებელსა და მის 30-კაციან ჯგუფს ფოიეში ალოდინებენ.

”სასტუმროებში ამ საქმისათვის, ძირითადად, 2 პორტიეა გამოყოფილი, მე კი 30 ადამიანი მყავს ჯგუფში, ჩემი ხელით რომ შემეძლოს ბარგი თრევა, მე ვატარებდი!” - ეს განცხადება მომღერალმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Twitter-ის რამდენიმე Follow-ერმა გააკრიტიკა პრეტენზიულობის გამო.
დაგვიმეგობრდი Twitter-ზე

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე
Music Box Official YouTube Channel