სიახლეები
გამოკითხვა - მთავარი
რომელი გადაცემა მოგენატრათ ყველაზე მეტად ჩვენს ეთერში?
Top 10
Mike Posner
Cooler Than Me
Play SMS 1598
Jason Derulo
Ridin' Solo
Play SMS 1600
Justin Bieber
Love Me
Play SMS 1575
JLS
The Club Is Alive
Play SMS 1590
Eminem & Rihanna
Love The Way You Lie
Play SMS 1576
Usher
There Goes My Baby
Play SMS 1596
Потап и Настя Каменских
Лето
Play SMS 1593
Katy Perry
Teenage Dream
Play SMS 1588
Kesha
Take It Off
Play SMS 1581
BOB & Haley Williams
Airplanes
Play SMS 1543
სიახლეები
პალესტინამ Boney M-იც კი გააოგნა პალესტინამ Boney M-იც კი გააოგნა
23 ივლისი 2010
პალესტინელებმა Boney M-ს ლეგენდარული სიმღერის შესრულება აუკრძალეს. ”Rivers Of Babylon” 1970 წელს შეიქმნა ჯგუფისათვის The Melodians. ის პოპულარული 1978 წელს გახდა, როცა ლეგენდარულმა გერმანულმა დისკობენდმა სიმღერის ქავერი ჩაწერა და იმავე წელს გამოსულ ალბომში, “Nightflight to Venus”, შეიტანა.

პალესტინელების პრეტენზიის მიზეზი  სიმღერის ტექსტში ციტირებული ფსალმუნი გახდა.
სიტყვები - "By the rivers of Babylon, there we sat down//We wept when we remembered Zion" ებრაელთა საკუთარი მიწიდან გაძევებას ეხება. ფესტივალის ორგანიზატორებმა კი სწორედ ამ სიტყვების გამო, სიმღერის პალესტინაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე შესრულება არარეკომენდებულად ჩათვალეს.

ბენდის ვოკალისტმა, მეიზი უილიამსმა, გაკვირვება ვერ დამალა და განაცხადა, რომ ვერ გაარკვია, ეს ქვეყნის მთავრობის მიერ იყო ნაკარნახევი, თუ არა, მაგრამ ჯგუფის წევრები, ცოტა არ იყოს და, გაოგნებულები არიან.
სავარაუდოდ, პალესტინელთა სინდისი ებრალების ტრაგედიაზე მოსმენას სიმღერიდანაც ვერ უძლებს.
მელ გიბსონს კიდევ ერთი ქალბატონი აუმხედრდა მელ გიბსონს კიდევ ერთი ქალბატონი აუმხედრდა
23 ივლისი 2010
მელ გიბსონის თემა ასეთი პოპულარული მაშინაც არ ყოფილა, როცა ჰოლივუდელმა რეჟისორმა და მსახიობმა სკანდალური ფილმი, ”ქრისტეს ვნებანი” გადაიღო. სკანდალები მაშინ დაიწყო, როცა 7 შვილის მამა ცოლს გაეყარა, რუსი საყვარელი გაიჩინა და მისგან ბავშვიც შეეძინა, შემდეგ დაშორება გადაწყვიტა, მეორე ცოლი მშრალზე დატოვა და არც სატელეფონო ლანძღვა-გინება მოაკლო.

ახლა უკვე მეორე ქალი გამოჩნდა, რომელიც მსახიობს ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მელთან სასიყვარულო ურთიერთობა შარშან ივლისში დაიწყო. ბოლოს კი გიბსონი მადლიერების დღეზე ნახა, ანუ ნოემბერში. მან არაფერი იცოდა აქსანაზე და მათ საერთო შვილზე. 26 წლის ვიოლეტა ამბობს, რომ გიბსონი უკონტროლო გახდა, როცა მათი ურთიერთოის შესაებ იონფორმაცია გავრცელდა. ის, თურმე, ისე შეშინებულა, პოლიციაში დარეკვასაც კი აპირებდა. 

სანამ კიდევ ერთი განაწყენებული ქალის მოგერიებაზე მიდგება საქმე, გიბსონის ოჯახის მეგობარი ამბობს, რომ გრიგორევამ და მან შეთანხმებას მიაღწიეს. გიბსონი ქალს 15 მილიონ დოლარს გადაუხდის, ასევე, თავის შვილს, ლუსიას, ფასიან ქაღალდებსა და სხვა აქტივებსაც დაუმტკიცებს.
დრაკო მალფოი ჯადოქრობას მუსიკოსობას შეუთავსებს დრაკო მალფოი ჯადოქრობას მუსიკოსობას შეუთავსებს
22 ივლისი 2010
ტომ ფელტონმა ჰარი პოტერზე გადაღებული ფილმებით გაითქვა სახელი. დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი უკვე კარგა ხანია მუსიკითაა გატაცებული.

მისი გატაცება სულ ცოტა ხნის წინ მეორე პროფესიად იქცა. ფელტონმა უკვე გააფორმა კონტრაქტი დამოუკიდებელ ლეიბლ Six Strings Production-თან და სულ მალე ალბომის ჩაწერას გეგმავს.

ფელტონი ინტერვიუებში ამბობს, რომ ალბომს ერთ ძალიან მაგარ ბენდთან ერთად წერს და მისი ძველი ჩანაწერები სწორედ მათი დახმარებით სრულფასოვან კომპოზიციებად იქცევა.

ალბომის ჩაწერა დაწყებულია, თუმცა, როდის იხილავს ის დღის სინათლეს, ან რა დაერქმევა მის სადებიუტო დისკს, ჯერჯერობით ცნობილი არაა.
ეკა კვალიაშვილი შოუბიზნესს უბრუნდება ეკა კვალიაშვილი შოუბიზნესს უბრუნდება
22 ივლისი 2010
ეკა კვალიაშვილი იმდენად დაღალა მარტოობამ, რომ კლიპის გადაღება გადაწყვიტა თვის მსგავსად მარტოობით დაღლილ მანდილოსნებზე.
”მე უშენოდ აღარ მინდა” - სწორედ ასე ჰქვია ქართული ესტრადიდან კარგა ხნის წინ გაუჩინარებული ეკა კვალიაშვილის ახალ სიმღერას. ამჟამად ვიდეოს გადაღება მიმდინარეობს. მისი პრემიერა კი ბათუმში ერთერთ კლუბში იგეგემება.

სხვათა შორის, კლიპის რეჟისორი ქართულ ესტრადაზე უკვე საკამოდ ცნობილი შემსრულებელია.
რეჟისორის გარდა პოპულრობის ნაკლებობას არ უჩივიან კლიპში მონაწილეებიც, რომელთა შორის ბევრ სახეს შეხვდებით.

ასე რომ, 19:30 საათზე ეკა კვალიაშვილის ახალი ვიდეოს გადასაღები მოედნიდან მოგითხრობთ ქართული შოუბიზნესის გამოცოცხლების კიდევ ერთ მცდელობაზე Wink
შარლიზ ტერონი ვიდეოკლიპში მონაწილეობს შარლიზ ტერონი ვიდეოკლიპში მონაწილეობს
21 ივლისი 2010
“The killers-ის” ვოკალისტმა უკვე კარგა ხანია სოლოალბომზე მუშაობა დაიწყო. მან უკვე გამოუშვა პიველი სინგლი და ვიდეოც გადაიღო.

CrossFire - აი, ასე ჰქვია, ბრენდონ ფლაუერსის კლიპს რომელშიც შარლიზ ტერონი, ჰოლივუდელი ოსკაროსანი ვარსკვლავი, მონაწილეობს. რაც შეხება ვიდეოს სიუჟეტს - ესაა კლიპი ტიპურ ძლიერ ქალზე. ვიდეო ”ლარა კროფტის” სტილშია გადაღებული. მასში თავად ბრენდონიც მონაწილეობს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტერონის გმირი მის გადარჩენას 4-ჯერ ახერხებს.

კლიპის შეფასების საშუალება სულ მალე მოგვეცემა და ბრენდონის სოლოდისკიც საშემოდგომოდ მიაღწევს მისი ერთგული მსმენელების ყურამდე.
ენისტონი მოდას აჰყვა ენისტონი მოდას აჰყვა
21 ივლისი 2010
ჯენიფერ ენისტონი ელიზაბეტ ტეილორის გზას დაადგა და სახელობითი სუნამო გამოუშვა. “Lolavie” - ასე ერქმევა მის მიერ შექმნილ ახალ არომატს, რომელშიც ჟასმინის სურნელის ამოცნობა შეგიძლიათ.
”მე კალიფორნიაში გავიზარდე და ეს არომატი ჩემთვის ძალიან მშობლიურია” - აცხადებს ჰოლივუდელი ვარსკვლავი.

ახალი სუნამოს მხარდსაჭერად მსახიობმა ეროტიკული ფოტოსესია მექსიკაში მოაწყო და ძალიან სექსუალურ სურათებსაც გამოჰკრა ხელი.

შეგახსენებთ, რომ სახელობითი სუნამოების გამოშვების ტრადიცია 1991 წელს ელიზაბეტ ტეილორმა დანერგა, მას მიჰყვნენ კეიტ მოსი, ბრიტნი სპირსი, ჯენიფერ ლოპესი და ბევრი სხვა.
საკუთრი სუნამოს შექმნის გარდა საკმაოდ პოპულარულია რომელიმე ცნობილი ბრენდის სახედ გახდომაც - ნიკოლ კიდმანი, მაგალითად, ”Chanel №5-ის” სახე იყო დიდი ხნის განმავლობაში.
მისი ადგილი შემდგომში ფრანგმა ლამაზმანმა და ”ამელის” ვარსკვლავმა, ოდრი ტოტუმ დაიკავა.
ანჯელინას კეთილი სურვილების მიუხედავად... ანჯელინას კეთილი სურვილების მიუხედავად...
21 ივლისი 2010
ხანდახან პოლიტიკური სკანდალები ძალიან დიდი პოპულარიზაციას უწევეს კულტურის სფეროს. მაგალითად, ამერიკა-რუსეთს შორის გაჩენილი კონფლიქტი, რომელიც რუსეთის აგენტების აღმოჩენამ გამოიწვია, პირდაპირ მისწრებაა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისათვის, ”სოლტი”.

მისი პრემიერა 25 ივლისს შედგება. მანამდე კი ანჯლინა ჯოლის ასეთ კომენტარს აკეთებს - ”ხანდახან უყურებ ფილმს და ფიქრობ, ნეტა, შეიძლება მსგავსი რამ რეალურ ცხოვრებაშიც მოხდეს? სწორედ ასეთ შეგრძნებას იწვევს ”სოლტის” ყურებაც. ფილმისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან მომგებიაანია, რომ ახლახან აგორებულ სკანდალში მონაწილე ანა ჩაპმანი ჩემს გმირს წააგავს, თუმცა, ვიმედოვნებ, ეს სიტუაცია 2 ქვეყანას შორის ურთიერთობას არ დაძაბავს.”

ანჯელინა სურვილის გულწრფელობაში ეჭვი არ გვეპარება, თუმცა, ვეჭვობთ, რუსეთ-ამერიკას შორის დაძაბულ ურთიერთობას მისმა კეთილმა სურვილებმა რამე უშველოს.
ლევან ჯიბლაძე უკრაინაში Music Box-ს წარადგენს ლევან ჯიბლაძე უკრაინაში Music Box-ს წარადგენს
20 ივლისი 2010
კიდევ ერთი ყოველწლიური კონკურსი 23 ივლისიდან აიღებს სტარტს. Sea Songs - სწორედ ასე ჰქვია კონკურსს, რომელზეც ლევან ჯიბლაძე წარგვადგენს.

ყოველწლიური მუსიკალური დაპირისპირება იმითაა განსაკუთრებული, რომ ის მხოლოდ კონკურსანტებს კი არა, ტელევიზებს შორის შეჯიბრებაცაა.

შარშან Music Box-მა ანრი ჯოხაძე წარადგინა. ის სამშობლოს მესამე ადგილით დაუბრუდა, წელს კი მის ადგილს ლევან ჯიბლაძე იკავებს.

ლევანი 21 ივლისს News Box-ის სტუმარია.
გაიგეთ, ვინ უნდა წარადგინოს ჩვენი ქვეყანა სევასტოპოლში და რომელი სიმღერებით აპირებს მომღერალი საქართველოს წარმოჩენას.
19:30-ზე გაიცანით ჯერჯერობით ბევრისათვის უცნობი შემსრულებელი Wink
ვინ ხმაურობს მადონას სახლში? ვინ ხმაურობს მადონას სახლში?
20 ივლისი 2010
ამ ბოლო დროს ვარსკვლავებსა და პოლიციას შორის შეტაკება-პრეტენზიები რომ გახშირდა, ნამდვილად შეამჩნევდით. ბოლოს მადონამაც გაანაწყენა ბრიტანული პოლიცია და გაფრთხილებასაც გამოჰკრა ხელი.

ივნისის ბოლოს მადონას ინგლისური სახლის მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს, რადგან პოპდედფოფლის სახლიდან ხმამაღალი მუსიკა აწუხებდათ.  

სამართლდამცავებმაც არ დააყოვნეს და შეაფასეს რა ხმაურის დონე დასაშვებზე მეტად, მომღერალს გაფრთხილება გამოუწერეს.

ყველაზე საინტერესო ამ ფაქტში კი ისაა, რომ ამ დროს მადონა სახლში კი არა, საერთოდ, დიდ ბრიტანეთშიც კი არ იმყოფებოდა.მისი რეაქციის შესახებ არაფერია ცნობილი. ასევე, გაურკვეველია, ვინ ხმაურობდა მადონას სახლში...
თუმცა, ბრიტანეთი ხომ ცნობილია მისტიკური სახლებითა და მოჩვენებებით Tongue out
დაგვიმეგობრდი Twitter-ზე

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე
Music Box Official YouTube Channel