სიახლეები
გამოკითხვა - მთავარი
რა გინდათ, რომ შეიცვალოს Music Box-ის ეთერში ახალი სეზონიდან?
Top 10
Mike Posner
Cooler Than Me
Play SMS 1598
Jason Derulo
Ridin' Solo
Play SMS 1600
Justin Bieber
Love Me
Play SMS 1575
JLS
The Club Is Alive
Play SMS 1590
Eminem & Rihanna
Love The Way You Lie
Play SMS 1576
Usher
There Goes My Baby
Play SMS 1596
Потап и Настя Каменских
Лето
Play SMS 1593
Katy Perry
Teenage Dream
Play SMS 1588
Kesha
Take It Off
Play SMS 1581
BOB & Haley Williams
Airplanes
Play SMS 1543
სიახლეები
ჯექსონის მკვლელობა ისევ გაუხსნელია ჯექსონის მკვლელობა ისევ გაუხსნელია
29 ივლისი 2010
მაიკლ ჯექსონი არაგანზრახ მკვლელობაში 7 ექიმი იყო ეჭვმიტანილი. მათ ბრალი სულ ცოტა ხნის წინ მოუხსნეს და საქმიანობის გაგრძელების უფლებაც მისცეს.

მათ რიცხვში არ არის დოქტორი კონრად მიურეი, რომლის საქმის წინასწარი განხილვაც 23 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. მიმდინარეობს მის მიერ გამოწერილი რეცეპტებისა და მონაცემთა ბაზების გადამოწმება, სადაც ფიქსირდება ყველა გაცემული წამალი და მათი რეცეპი.

ასე რომ, ჯექსონის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისი არაგანზრახ მკვლელობის საქმე კვლავ აქტუალურია და, საეჭვოა, უახლოეს ხანებში იმაზე წინ წავიდეს, ვიდრე ახლაა.
კეიტ ჰადსონმა მეთიუ ბელამი საბოლოოდ გამოიჭირა კეიტ ჰადსონმა მეთიუ ბელამი საბოლოოდ გამოიჭირა
29 ივლისი 2010
Muse-ის ვოკალისტმა, მეთიუ ბელამიმ აპრილშივე დაკარგა სასურველი სასიძოს სტატუსი. ეს მაშინ მოხდა, როცა მისი და კეტი ჰადსონის ურთიერთობის შესახებ პრესა ალაპარაკდა.

კეიტმა და მეთიუმ ერთმანეთი ლოს-ანჯელესში გამართულ ფესტივალზე გაიცნეს. წყვილი უკვე 4 თვეა ერთადაა და სერიოზული გეგმებიც აქვს.ისინი ნიუ-იორკში სახლს ეძებენ, თუმცა, კეიტს ახალი საცხოვრებლის მიმართ დიდი მოთხოვნები აქვს - მას უნდა, რომ საყვარელი მამაკაცისთვის სტუდია მოაწყოს, ხოლო შვილისათვის სათამაშო ოთახი. სწორედ ამიტომ, წყვილმა ფინანსები გააერთიანა და ერთად შეუდგა სახლის ძიებას.

მეთიუსაგან განსხვავებით, 31 წლის კიტი ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. მისი მეუღლე როკბენდ ”The Black Corws-ის” ფრონტმენი, კრის რობინსონი იყო. 6-წლიანი ქორწინება 2006 წელს კრახით დასრულდა. ვნახოთ, სადამდე გასტანს მსახიობის მორიგი რომანი
ქენიეი უესტის Facebook-ური პერფორმანსი ქენიეი უესტის Facebook-ური პერფორმანსი
29 ივლისი 2010
ქენიეი უესტმა Facebook-ის ოფისში ”ლაივკონცერტი” გამართა. ბრჭყალები კი იმიტომ, რომ რეპემა მხოლოდ 3 კომპოზიცია შეასრულა ყოველგვარი აკომპონიმენტის გარეშე. სცენის როლს ოფისის კაფეში მდგომი მაგიდა ასრულებდა.

უესტის მიერ შესრულებული სამი სიმღერა მის ახალ ალბომში, "Good Ass Job", შევა. ქანიეის ორიგინალური პერფორმანსის ყურება კი უკვე YouTube-ზე შეგიძლიათ.

”Mama’s Boyfriend”, “Lost In The World” და ”Chain Heavy” Facebook-ის თანამშრომლებმა ჩაიწერეს და Youtube-ზეც ატვირთეს.
რეპერის მეხუთე სტუდიური ალბომი კი 2010 წლის სექტემბერში გამოვა. მის ჩაწერაში მონაწილეობას იღებენ ამერიკელი ფაუერპოპისა და ჯაზრეპის შემსრულებელი Q-Tip და  Soulja Boy Tell 'Em – 20 წლის ამერიკელი რეპერი.
რატომ დაუბრუნდა ხუჯაძე სამშობლოს? რატომ დაუბრუნდა ხუჯაძე სამშობლოს?
28 ივლისი 2010
სამშობლოზე განაწყენებული დათო ხუჯაძე სულ ცოტა ხნით საქართველოს დაუბრუნდა. სიმართლე არ დაუმალავს და ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზიც გაგვიმხილა. 

დათო ახალი სიმღერის, Straight Through My Heart, პრემიერას რადიო ”ფორტუნა პლუსის” ეთერში დაესწრო და ახალი ვიდეოს შესახებ ჩვენს გადამღებ ჯგუფსაც გაესაუბრა.

ასე რომ, თუკი მონატრებული ქართველი შემსრულებლის რუსული წარმატებები გაინტერესებთ და ჯერ ვერც იმას მიხვდით, რა არის დათოს მცირეხნიანი ქართული ვოიაჟის მიზეზი, რეკომენდაციას News Box- ვუწევთ Smile
Gorillaz-მა ვიდეოთამაში გამოუშვა Gorillaz-მა ვიდეოთამაში გამოუშვა
28 ივლისი 2010
თამაში დიზაინზე ჯეიმს ჰიულეტმა იზრუნა - იმავე ადამიანმა, რომელმაც Gorillaz-ის წევრების ანიმაციური პერსონაჟები შექმნა.

მთავრი გმირი ბენდის ბასგიტარისტი მერდოკია. თამაშში 8 დონეა და თითოეულის დიზაინი საგანგებოდ არის შემუშავებული. მისი ღირებულება შეერთებულ შტატებში 1.99 დოლარია.

პრინციპში, თამაშის გამოსვლა Gorillaz-ის მესამე სტუდიური ალბომის, ”Plastic Beach”, სარეკლამო კამპანიად შეიძლება ჩაითვალოს. ალბომის ჩაწერაში ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან სნუპ დოგი, ლუ რიდი და მოს დეფი.
რიანა კინემატოგრაფიაში ინაცვლებს რიანა კინემატოგრაფიაში ინაცვლებს
28 ივლისი 2010
რიანას სულ მალე ახალ ამპლუაში ვიხილავთ. 22 წლის  ბარბადოსელი შემსრულებელი სტივენ ბერგის ფილმში, ”Battleship”, იღებს მონაწილეობას.

ეს რიანას სადებიუტო ფილმია. აქამდე მომღერალი მხოლოდ კლიპებში კმაყოფილდებოდა რეჟისორებთან ურთიერთობით, ახლა კი დიდ ეკრანზე გადაინაცვლა.
ფანტასტიკური თრილერი 2012 წელს გამოვა. რიანას პარტნიორები იქნებიან ტეილორ კიჩი, X-MEN-ის ვარსკვლავი და ალექსანდერ სკარსგარდი.
კეიტ უინსლეტმა ახალი სიყვარული იპოვა კეიტ უინსლეტმა ახალი სიყვარული იპოვა
28 ივლისი 2010
კეტი უინსლეტმა, როგორც იქნა, მეუღლესთან გაშორება გადახარშა. მექსიკიდანაც დაბრუნდა და მშობლიურ ნიუ-იორკში განაგრძობს ვარსკვლავურ მოღვაწეობას. ოსკაროსანი ქალბატონის ცხოვრებაში უკვე ახალი მამაკაციც გამოჩნდა - ლუი დოულერი წარმატებული მოდელია. კეიტი და ლუი ამჟამად ჰარმონიული ურთიერთობებით ტკბებიან და სერიოზული გეგმების შესახებ არ საუბრობენ.

”ლუის იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, კარგი ბიჭია. უყვარს სერფინგი, მიმზიდველია და საერთოდ არ გამოირჩევა ქედმაღლობით” - ასე ახასიათებს კეიტის ახალ სიყვრულს მისი მეგობარი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები, თითქოს  უინსლეტი ყოფილ მეუღლეს, რეჟისორ სემ მენდესს უბრუნდებოდა, თუმცა, კეიტის წარმომადგენელმა უარყო ხმები.
კეიტი HBO-ს სერიალში იღებს მონაწილეობას, სულ მალე კი სტივენ სოდერბერგის საშინელებათა ფილმის გადასაღებ მოედანზეც გამოჩნდება.
პერის ჰილტონი ნაცისტია? პერის ჰილტონი ნაცისტია?
28 ივლისი 2010
ხანდახან ჭორები და ბრალდებები აბსურდულ სახეს იღებს.  
აი, თუნდაც პერის ჰილტონი ავიღოთ - ის სენ-ტროპეში იახტაზე ისვენებდა. პაპარაცებმა მაშინ გამოიჭირეს, როცა პერისს სამხედრო პირების სამოსის ფერებში გადაწყვეტილი საცურაო კოსტიუმი ეცვა და ცეკვავდა. პაპარაცებმა რატომღაც მისი ხელის მოძრაობა ნაცისტურ მისალმებად აღიქვეს და ჭორებიც აგორდა. 

პერისი ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. 29 წლის სკანდალურ ქალბატონს ბევრ რამეს დააბრალებ - ნარკომანობას, აღვირახსნილი  ცხოვრების წესს და, თუნდაც, ინტრიგანობას, მაგრამ ნაციზმი უკვე ზედმეტია.
მით უმეტეს, რომ პერისის ოჯახის წევრთა დიდ ნაწლი და სამეგობრო ებრაელია.
სოფო ნიჟარაძემ გულახდილობა გადაწყვიტა სოფო ნიჟარაძემ გულახდილობა გადაწყვიტა
28 ივლისი 2010
სოფო ნიჟარაძის პოპულარობამ ”ევროვიზიის” კონკურსის დასრულებისთანავე იმატა, მისი პერსონით დაინტერესებაც სრულიად ლოგიკურია. ახალგაზრდა ქართველი მომღერალი სიმღერებს წერს, ფოტოსესიებში მონაწილეობს და ახალი ალბომის ჩაწერასაც გეგმავს.

აი, რაც შეეხება მის პირად ცხოვერბას Wink ამ თემაზე გულახდილი საუბარი ჩვენს გადამღებ ჯგუფთან გამოუვიდა და პატარა საიდუმლოც კი გაგვიმხილა.

ასე რომ, სოფო ნიჟარაძის გულახდილი ინტერვიუს ხილვა, როგორც ყოველთვის, Musicbox.ge-ზე შეგიძლიათ Cool
დაგვიმეგობრდი Twitter-ზე

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე
Music Box Official YouTube Channel