სიახლეები
Top 10
David Guetta & Nicki Minaj
Turn Me On
Play SMS 2135
Asher Roth
Common Knowledge
Play SMS 1052
Bruno Mars & Lil Wayne
Mirror
Play SMS 0729
Red Hot Chili Peppers
Look Around
Play SMS 2134
Yelawolf & Kid Rock
Lets Roll
Play SMS 2133
Natalia Kills
Kill My Boyfriend
Play SMS 2131
Nicki Minaj
Stupid Hoe
Play SMS 1030
Mike Posner
Looks Like Sex
Play SMS 0938
B.o.B & Lil Wayne
Strange Clouds
Play SMS 2129
Pixie Lott
Kiss The Stars
Play SMS 2099
სიახლეები
IMG
 
Madonna - პოპის ქალღმერთის პერფომანსი - Bridgestone Super Bow-ზე
07/02/2012
მსოფლიოს საუკეთესო პერფორმანსი, პოპის ქალღმერთი და კიდევ ბევრი სხვა ეპითეტი გაისმა მადონას მისამართით მას შემდეგ, რაც 53 წლის ვარსკვლავმა დაუვიწყარი შოუ ამერიკის ნაციონალური სუპერ ლიგის თამაშის დაწყებამდე წარმოადგინა.

Bridgestone Super Bowl მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი მუსიკალური ივენთია, რომელშიც მადონამდე მთელი თანავარსკვლავედის სახელები ფიგურირებს: ბლექ აიდ ფისით დაწყებული და იუ თუთი დამთავრებული, თუმცა ის, რაც მადონამ მოედანზე ჩაიდინა ალბათ მუსიკალურ ისტორიას კიდევ დიდი ხნით შემორჩება.

პოპის დედოფალი სცენაზე ვოგის თანხლებით კლეოპატრას ფორმაში და მთელი არმიის თანხლებით გამოცხადდა. ეგვიპტელი დედოფალი ამჯერად ჟივენშის კოსტიუმებით იწონებდა თავს. პატარა გოგონა ნამდვილად აღარაა, თუმცა ბანალური ფრაზა „ასაკი საერთოდ არ გეტყობა“ მადონას მისამართით ნამდვილად არაა უადგილო.
სრულად
IMG
 
ვინ მოხვდა ყველაზე მსმელი სელებრითების სიაში?! - ბარმენთა საერთაშორისო დღე კლუბ ”სტატუსში”
07/02/2012
6 თბერვალს, საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ ბარმენთა საერთაშორისო დღე კლუბ ”სტატუსში” აღნიშნა. 

რა თქმა უნდა იუბილეს უამრავი მოწვეული სტუმარი და ცნობილი სახე ესწრებოდა. MUSIC BOX-მაც რა თქმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბარმენების საშუალებით სცადა გაერკვია თუ ვინ არიან ყველაზე ყველაზე მსმელი ქართველი სელებრითები.

თუკი გაინტერესებთ ვინ არიან სიის სათავეში და როგორ ჩაიარა ბარმენთა საერთაშორისო დღემ კლუბ ”სტატუსში” - სიუჟეტის ყურება შეგიძლიათ აქ....

სრულად
IMG
 
Vampire Diaries - Season 3, Episode 15 - ფოტოგალერეა
07/02/2012
Vampire Diaries ამერიკული სერიალი გახლავთ, რომელმაც სტარტი 2009 წლის სექტემბერში აიღო. უკვე გადაღებულია სერიალის ორი სეზონი. თითო სეზონი 22 სერიისგან შედგება. ამჟამად მიმდინარეობს მესამე სეზონის ჩვენება.

უკვე გამოვიდა მესამე სეზონის 13 სერია. 2 დღეში კი მეთოთხმეტე სერია გამოვა, სახელწოდებით "Dangerous Liaisons".

სერიალმა გამოსვლისთანავე უამრავი მაყურებელი შეიძინა და თითოეული მათგანი მოუთმენლად ელის ახალი სერიების გამოსვლას. ჩვენი საიტის მეშვეობით გთავაზობთ სერიალის მეთხუთმეტე სერიის ფოტოგალერეას რომლის პრემიერაც 16 თებერვალს შედგება, მისი სახელწოდება კი "All My Children" გახლავთ.
სრულად
IMG
 
სიახლეები ბიონსეს შესახებ
07/02/2012
მას შემდეგ რაც ბიონსემ ბლუ აივი კარტერი გააჩინა საზოგადოებაში იშვიათად თუ მოკრავთ თვალს, რამდენიმე დღის წინ მომღერალი ნიუ იორკში გამოჩნდა ერთ-ერთ კონცერტზე სადაც მისი მეუღლე Jay-z-ც იღებდა მონაწილეობას. უნდა აღინიშნოს, რომ Queen B არაჩვეულებრივ ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება. ჩვენს საიტზე თავად შეგიძლიათ შეავლოთ თვალი მის უახლეს ფოტოებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სწორედ 2012 წელს არის დაგეგმილი მომღერლის მონაწილეობით ახალი ფილმის გამოსვლაზე. სურათის სახელწოდება ”A Star Is Born” გახლავთ და იგი ამავე სახელწოდების მიუზიკლის რიმეიქს წარმოადგენს.

ბიონსეს ბოლო ალბომი, როგორც იცით ”4” გახლავთ. უნდა აღინიშნოს, რომ იგი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მან მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ჩარტში პირველი პოზიციის დაკავება მოახერხა.
სრულად
IMG
 
The Best Style Moments Ever of Gossip Girl
07/02/2012
IMG
 
მაილი საირუსის კიდევ ერთი როლი
07/02/2012
რამდენიმე დღეში მაილი საირუსის მონაწილეობით კინოეკრანბებზე ახალი ფილმი გამოვა, რომელშიც 19 წლის შემსრულებელი დემი მურთან და ეშლი გრინთან ერთდა თამაშობს. სურათის სახელწოდება კი ”LOL" გახლავთ.

გუშინ მაილი - ელენ დეჯენერისის შოუში იმყოფებოდა სადაც მან სასიმღერო კარიერის შესახებ ისაუბრა. აქვე გაგვიმხილა, რომ მალე კიდევ ერთი ფილმი გამოვა კინოეკრანებზე, რომლის სახელწოდებაც - ”So Undercover” გახლავთ.

გარდა ამისა საირუსი კიდევ რამდენიმე ფილმში იღებს მონაწილეობას, რომლის პრემიერაც 2012 წელს შედგება. მის მსმენელს კი შეგიძლიათ მისი ბოლო ნამუშევარი შეუკვეთოთ ჩვენს ეთერში - Miley Cyrus & Johnzo West - You're Gonna Make Me Lonesome When You Go კოდით 2130.

სრულად
IMG
 
ბლეიქ ლაივლის 10 საუკეთესო ვარცხნილობა
07/02/2012
Blake Lively საზოგადოებას ყველაზე კარგად სერიალ "Gossip Girl"-ში შესრულებული როლითა და Serena van der Woodsen-ის სახელით დაამახსოვრდა.

იგი 1987 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. სამსახიობო კარიერაში კი სულ რაღაც 11 წლიდან არის ჩართული. მას უკვე 12 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და რა თქმა უნდა მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სერიალში "Gossip Girl", რომლის გადაღებებიც 2007 წლიდან დაიწყო და უკვე 5 სეზონი გადაიღეს.

ახლა კი წარმოგიდგენთ მსახიობის 10 საუკეთესო ვარცხნილობას, რომელიც მის ფანებს ძალიან დააინტერესებთ და ალბათ საკუთარ თავზეც დიდი სიამოვნებით მოსინჯავენ...
სრულად
IMG
 
ყველაზე რომანტიკული ფოტო
06/02/2012
MUSIC BOX-ის ფოტოკონკურსი "ყველაზე რომანტიკული ფოტო" დასასრულს უახლოვდება. MUSIC BOX-ის მაყურებლებს, ისევე როგორც ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა გამოეგზავნა ფოტოები, რომელიც განთავსდებოდა ჩვენს FACEBOOK-ის გვერდზე.

თქვენ კი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში აქტიურად აგზავნიდით ფოტოებს და მათმა რაოდენობამ ორასსაც კი გადააჭარბა. კონკურსის ფინალამდე და გამარჯვებულების დასახელებამდე ერთი კვირა რჩება. მონაწილეებსა და მათ მხარდამჭერებს სულ უფრო და უფრო ცოტა დრო გრჩებათ, რომ სწორედ თქვენი ფავორიტი ფოტოსურათი გახდეს გამარჯვებული. ამისათვის კი საჭიროა თქვენმა ფავორიტმა ფოტომ ყველაზე მეტი LIKE დააგროვოს.

გამარჯვებული კონკურსანტებისთვის სპეციალური პრიზები ისეთმა კომპანიებმა დააწესეს როგორებიცაა - "Eurocard", "Young Reporter", "Peacocks", "Melleze", "Orly" და რაც ყველაზე მთავარია, რომანტიკული ვახშამი "Velvet Lounge"-ში.

PEACOCKS - YOUNG REPORTER - MELLEZE - EURO CARD - ORLY - VELVET LOUNGE

სრულად
IMG
 
Blake Lively - Godiva’s Valentine’s Day-ზე
06/02/2012
გასულ კვირას "Gossip Girl"-ის ვარსკვლავი Blake Lavely - მსოფლიოს უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის Godiva-ს მიერ ორგანიზებულ საღამოზე იმყოფებოდა, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულისადმი იყო მიძღვნილი...
სრულად