გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკამ გინდათ იტრიალოს ჩვენს არხზე ?
Top 10
Tiesto & Editors
Papillon
Play SMS 1419
Keri Hilson & Akon
Change Me
Play SMS 0016
Kesha & 3OH!3
Blah Blah Blah
Play SMS 1432
Justin Bieber
One Time
Play SMS 1424
Adam Lambert
What Ya Want From Me
Play SMS 1404
Leighton Meester & R.Thicke
Somebody To Love
Play SMS 1362
Black Eyed Peas
Imma Be Rocking That Body
Play SMS 1429
JLS
Everybody In Love
Play SMS 1354
Taylor Swift
You Belong With Me
Play SMS 1401
Coldplay
The Scientist
Play SMS 1427
ხმის მიცემა
ჩვენი მაყურებელი თვითონ ქმნის მუსიკალურ პროგრამას. იგი ხმას აძლევს სასურველ კლიპს, რის შემდეგაც სიმღერა ეთერში ხვდება. მორბენალ სტრიქონში მოთავსებულია Music Box-ის კატალოგი. თითოეულ სიმღერას მინიჭებული აქვს ოთხნიშნა კოდი. შეკვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ:

1. მობილური ტელეფონით.
SMS-ველში აკრიფეთ სიმღერის ოთხნიშნა კოდი და გაგზავნეთ ნომერზე 10 63.

2. ქალაქის ტელეფონით.
დარეკეთ ნომერზე 8 63 00 + ოთხნიშნა კოდი. მაგალითად, 863001001
პასუხად მიიღებთ „ზარი მიღებულია“.

შეკვეთის შემდეგ ეკრანის კუთხეში მალე დაინახავთ თქვენი კლიპის კოდს.





კლიპების რიგი


ყოველი კლიპის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფლეილისტი, სადაც მითითებულია იმ სიმღერების ნუსხა, რომელიც ეთერში უახლოეს წუთებში გავა.
კლიპი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, რიგგარეშე დატრიალდება.
პრიორიტეტი მიენიჭება იმ ვიდეოს, რომელმაც მეტი ხმა დააგროვა.
საათის განმავლობაში ეთერში გავა ყველა ის კლიპი, რომელმაც თუნდაც ერთი ხმა მიიღო.
თუ არ გსურთ რიგში დგომა, გაგზავნეთ სასურველი კლიპის კოდი, რაც შეიძლება მეტჯერ.

ხშირად მაყურებელს შორის ეწყობა შეჯიბრი ფავორიტი კლიპის ფლეილისტის ზედა სტრიქონზე ასაწევად.

კლიპის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მითითებულია ეკრანის ქვედა კუთხეში.
თუ კლიპი გავიდა, მაგრამ კვლავ ითხოვენ, ის სტოპლისტში (პაუზა) ჩაჯდება და ბოლო გასვლიდან ზუსტად ერთ საათში განმეორდება.

ასევე სტოპლისტში ხვდება კლიპი, რომელზეც დროის შეზღუდვა მოქმედებს. მაგალითად, როკ-სიმღერები არ გადის დილის ეთერში, ხოლო ეროტიკული ჟანრის კლიპები - მხოლოდ ღამის 12 საათის შემდეგ.





TOP HITS

8:00, 9:30, 11:00, 12:30, 14:00, 15:30, 17:00, 18:30, 20:00, 21:30, 23:00, 00:30
ამ საათებში ეთერში გადის Top Hits. პროგრამა ავტომატურად ითვლის მაყურებლის ხმების რაოდენობას და შედეგებს ათეულში ასახავს.
კლიპის ათეულში მოხვედრა მთლიანად მაყურებლის აქტიურობაზეა დამოკიდებული.

კლიპის ინფორმაცია


კლიპს ეთერში გასვლისას ახლავს ინფორმაცია – შემსრულებლის სახელი, სიმღერის სახელწოდება, კოდი და ხმების რაოდენობა.

კლიპების კატალოგი მუდმივად ახლდება. ყველა კლიპის დასახელება ანბანის მიხედვით გადის მორბენალ სტრიქონში.





SMS ჩეთი

კიდევ ერთი გასართობი, რომელსაც Music Box გთავაზობთ, SMS ჩეთია. ტექსტური შეტყობინებებით მაყურებელი ურთიერთობს არა მხოლოდ ვიჯეებთან, არამედ ერთმანეთთანაც.
SMS–ი იგზავნება იმავე ნომერზე: 10 63.
თქვენი შეტყობინება გამოჩნდება მორბენალ სტრიქონში.
მას ვიჯეის პასუხი ან სხვა მაყურებლის კომენტარი მოყვება.
გაფრთხილება: ტექსტური შინაარსის შეტყობინებაში სიმღერის კოდის მითითება არ შეიძლება, რადგან ის ავტომატურად გადავა კლიპების შეკვეთის სისტემაში და თქვენი ტექსტი დაიკარგება. მობილურზე აკრეფილი ტექსტი გამიზნულია მხოლოდ Music Box-ის ვიჯეებთან სასაუბროდ.

თითოეული სატელეფონო ზარისა და ტექსტური შეტყობინების ღირებულებაა 50 თეთრი.





სარეკლამო მომსახურება

მობილური ტელეფონის SMS-ველში აკრიფეთ ტექსტი და გაგზავნეთ ნომერზე 1463.
თქვენი განცხადება იტრიალებს Music Box-ის სტანდარტულ მორბენალ სტრიქონში 8 საათის განმავლობაში.
SMS-ის ფასი 2 ლარი.

განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გათვალისწინებულია VIP მომსახურება. დაბადების დღეების, მნიშვნელოვანი თარიღების ან თუნდაც თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოსაწოდებლად არსებობს ტელეფონის ნომერი 8 63863.
დარეკეთ მხოლოდ ქალაქის ტელეფონიდან 8 63863 და უკარნახეთ ოპერატორს ტექსტი. თქვენი რეკლამა გავა გაზრდილი შრიფტით 24 საათის განმავლობაში. მიიღება ასევე მუსიკალური თხოვნები.
ზარის ღირებულება - 5 ლარი
თანხა დაერიცხება თქვენს ტელეფონს და მისი დაფარვა შესაძლებელია „აიეტის“ ოფისებში.

შექმენით საკუთარი ტელევიზია.
ჩვენი დევიზია: ვუყურებ, რასაც მინდა!





Nota Bene

შეტყობინება, რომელიც ჩამოთვლილი წესების დაცვით არ გაკეთდა, ეთერში, შესაძლოა, არ მოხვდეს, მაგრამ თანხა მაინც დაგერიცხებათ.
ტელეარხი Music Box თბილისი იტოვებს უფლებას, შეასწოროს პირადული შინაარსის შეტყობინება ან არ გაუშვას ის ეთერში, თუ ტექსტი შეიცავს:

* უცენზურო სიტყვებს
* შეურაცხმყოფელი ხასიათის ტექსტს
* მიუღებელ ტექსტს სხვა მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით

ასეთ შეტყობინებაზე დახარჯული თანხა მაყურებელს არ დაუბრუნდება.

კლიპების სრული კატალოგი და მათი კოდები იხილეთ აქ.