
ბუნებით გადარეული VJ Alfi სულ მხიარულ ხასიათზეა. საოცარი იშვიათობაა მისი წყნარად ნახვა. უყვარს ბევრი ლაპარაკი, თუმცა ამასთანავე ადამიანებზე დაკვირვება, შესაბამისად ძალიან კარგად ფლობს სხეულის ენას. აქვს უსაზღვრო ფანტაზიის უნარი და იუმორის კარგი გრძნობა, თუმცა ზოგჯერ ცინიზმის კარზეც ურცხვად აკაკუნებს ხოლმე. Alfi ოპტიმისტია, ყოველ შემთხვევაში, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგება სჯერა, რომ
Everything’s Gonna Be Alright…
VJ Alfi ძალიან დაბნეულია, თუ ორ რამეს დააბარებთ, საუკეთესო შემთხვევაში ერთი აუცილებლად დაავიწყდება, თუმცა ამას ისე საყვარლად გააკეთეეეებს...
სიამოვნებს ახალი ადამიანების გაცნობა, მითუმეტეს თუ ამ ყველაფერს კარგი მუსიკის ფონზე აკეთებს და ვერ იტანს ოდნოკლასნიკებს...
ასე, რომ იპოვეთ VJ Alfi ყოველ ორშაბათს, პარასკევს 12:00-დან 18:00-მდე და შაბათს 18:00-დან 24:00-მდე



