
ბუნებით მხიარული და ენერგიულია, თუმცა, ხანდახან სერიოზულიც, ოღონდ ნორმის ფარგლებში.
უყვარს გართობა და მეგობრების წრეში ყოფნა. ამბობს, რომ მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
ვერ იტანს უყურადღებობას და ტყუილს. უყვარს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები.
საყვარელი ფრაზაა:"ადამიანი არც მხეცია და არც ანგელოზი. მას არც ცხოველურად უნდა შეუყვარდეს და არც პლატონურად, არამედ ადამიანურად".
სჯერა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება.
აფასებს ერთგულებას და ოცნებობს ამერიკაში მოგზაურობაზე.
გიჟდება მუსიკაზე და 24 საათის განმავლობაში უსმენს. საყვარელი შემსრულებლებია ALEXANDRA BURKE-ი, EMINEM-ი, DEMI LOVATO.
მოსწონს ჟურნალისტიკა და წერს სტატიებს.
მომავალში ჟურნალისტურ მოღვაწეობას აპირებს.
უყურეთ VJ VACHY-ს პარასკევსა და შაბათს 12:00-დან 18:00-მდე, ხოლო ორშაბათსა და ხუთშაბათს - 18:00-დან 23:00 საათამდე


