სიახლეები
Top 10
David Guetta & Nicki Minaj
Turn Me On
Play SMS 2135
Asher Roth
Common Knowledge
Play SMS 1052
Bruno Mars & Lil Wayne
Mirror
Play SMS 0729
Red Hot Chili Peppers
Look Around
Play SMS 2134
Yelawolf & Kid Rock
Lets Roll
Play SMS 2133
Natalia Kills
Kill My Boyfriend
Play SMS 2131
Nicki Minaj
Stupid Hoe
Play SMS 1030
Mike Posner
Looks Like Sex
Play SMS 0938
B.o.B & Lil Wayne
Strange Clouds
Play SMS 2129
Pixie Lott
Kiss The Stars
Play SMS 2099
VJ's
 
VJ KATTY
სადაც ისაა, იქ სიმშვიდეზე არც კი იოცნებო! თავბრუს დაგახვევს და აუცილებლად გათქმევინებს - დედა, რა იყო ეს?

სადაც ის არ არის, იქ სიმშვიდე მაინც არ არის, მისი მოლოდინი აფორიაქებთ და იმიტომ.
მუსიკას და იუმორს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 
გიჟდება რომატიულ და გიჟურ თავგადასავლებზე. ის თვლის, რომ მეგობრები მისი მთავარი ღირსებაა
როდესაც სხვებს ჩუქნის საჩუქრებს, უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე მაშინ, როდესაც თავად უკეთებენ სურპრიზებს. ”making people happy makes me happy too”.

სიცილი, სიცილი და კიდევ ერთხელ ს ი ც ი ლ ი!!! წარმოიდგინეთ, რომ უსმენთ ვივალდის ექსპრესიულ ქმნილებას წელიწადის ოთხ დროზე. გაზაფხულზე ბუნიაობის არომატული და ნაზი ნიავივით დაჰქრის. ზაფხულში ვერცხლის წყალია. შემოდგომა მის ხასიათს აღვინებს. ზამთარში კი ქარბუქია.

სიურპრიზების მოყვარული და მეგობრული. ფანტაზიორი, ენაწყლიანი და უბრალოდ კარგი ადამიანი. ის იმ წიგნივით არის, რომლის კითხვაც არასდროს არ მოგბეზრდებათ.

უყურეთ VJ KATTY-ს ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 12:00-დან 18:00-მდე, ხოლო ყოველ კვირას 18:00-დან 23:00-საათამდე...

სრულად
 
VJ VIVA

მრავალფეროვანია - მის თმაზე ისეთ ფერებს შეამჩნევთ, როგორიცაა : წითელი, შოკოლადისფერი და კიდევ ბეეევრი სხვა.

უყვარს ექსპერიმენტები და MUSIC BOX-ი. ფიქრობს, რომ ადამიანი მუდმივად ძიებაში უნდა იყოს და ამიტომაც გარშემო ყველაფერს ძალიან ხშირად ცვლის.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია - მისმა გადაწყვეტილებამ ოჯახში ეკონომისტების შტო გაწყვიტა. თვლის, რომ სტუდენტობა ყველაზე კარგი პერიოდია, საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად და ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
უყვარს ნაყინი და ყავა, თამამად შეგვიძლია ის ალუჩების დედოფლადაც ვაღიაროთ Laughing

ცხოვრებაში ყველაზე მეტად მეგობრებს აფასებს, მის სამეგობრო წრეში ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით.

აღმოაჩინეთ VJ VIVA ყოველ პარასკევს 18:00-დან 23:00-საათამდე...

სრულად
 
VJ VACHY

ბუნებით მხიარული და ენერგიულია, თუმცა, ხანდახან სერიოზულიც, ოღონდ ნორმის ფარგლებში.
უყვარს გართობა და მეგობრების წრეში ყოფნა. ამბობს, რომ მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
ვერ იტანს უყურადღებობას და ტყუილს. უყვარს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები.

საყვარელი ფრაზაა:"ადამიანი არც მხეცია და არც ანგელოზი. მას არც ცხოველურად უნდა შეუყვარდეს და არც პლატონურად, არამედ ადამიანურად".

სჯერა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება.
აფასებს ერთგულებას და ოცნებობს ამერიკაში მოგზაურობაზე.

გიჟდება მუსიკაზე და 24 საათის განმავლობაში უსმენს. საყვარელი შემსრულებლებია ALEXANDRA BURKE-ი, EMINEM-ი, DEMI LOVATO.

მოსწონს ჟურნალისტიკა და წერს სტატიებს.
მომავალში ჟურნალისტურ მოღვაწეობას აპირებს.

უყურეთ VJ VACHY-ს შაბათს 12:00-დან 18:00-მდე, ხოლო ორშაბათსა და ხუთშაბათს - 18:00-დან 23:00 საათამდე Wink

სრულად
 
VJ ALFI
ბუნებით გადარეული VJ Alfi სულ მხიარულ ხასიათზეა. საოცარი იშვიათობაა მისი წყნარად ნახვა. უყვარს ბევრი ლაპარაკი, თუმცა ამასთანავე ადამიანებზე დაკვირვება, შესაბამისად ძალიან კარგად ფლობს სხეულის ენას. აქვს უსაზღვრო ფანტაზიის უნარი და იუმორის კარგი გრძნობა, თუმცა ზოგჯერ ცინიზმის კარზეც ურცხვად აკაკუნებს ხოლმე. Alfi ოპტიმისტია, ყოველ შემთხვევაში, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგება სჯერა, რომ
Everything’s Gonna Be Alright…

VJ Alfi ძალიან დაბნეულია, თუ ორ რამეს დააბარებთ, საუკეთესო შემთხვევაში ერთი აუცილებლად დაავიწყდება, თუმცა ამას ისე საყვარლად გააკეთეეეებს...

სიამოვნებს ახალი ადამიანების გაცნობა, მითუმეტეს თუ ამ ყველაფერს კარგი მუსიკის ფონზე აკეთებს და ვერ იტანს ოდნოკლასნიკებს...

ასე რომ, იპოვეთ VJ ALFI ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას 12:00-დან 18:00-მდე, ხოლო ყოველ ოთხშაბათს 18:00-დან 23:00-საათამდე Music Box-ის ეთერში Wink
სრულად