Top 10
Style Avenue

ტელეკომპანია MUSIC BOX-ისა და ჟურნალ STYLE-ს ერთობლივი გადაცემა Style Avenue.
მხოლოდ ორიგინალური დიზაინის სახლები, მხოლოდ საქართველოში.
ცნობილი ქართველი არქიტექტორების რეკომენდაციები.
გადაცემის წამყვანი ქეთი ოქროაშვილი ინტერიერის უახლესი და მსოფლიო ტენდენციების შესახებ გიამბობთ.
გადაცემის წამყვანი ქეთი ოქროაშვილი ინტერიერის უახლესი და მსოფლიო ტენდენციების შესახებ გიამბობთ.
|
კომფორტული, მყუდრო და მოსახერხებელი ბინა
|
|||
ახალგაზრდა დიზაინერ მარიამ კაპანაძისთვის ეს 180 კვადრატული მეტრი ფართობის მრავალწევრიანი ოჯახის ბინა გემრიელია. ეს კი იმიტომ რომ მაღალი ხარისხის სარემონტო საშუალებებით, ავეჯითა და დეკორის სხვადასხვა აქსესუარებით ინტერიერი საკმაოდ კომფორტული, მყუდრო და რაც მთავარია მოსახერხებელი გამოვიდა. 4 საძინებელი, 3 სველი წერტილი, სამზარეულო და მისაღები ოთახი- მთლიანობაში საკმაოდ თბილ ტონალობებში გადაწყდა. გრანიტის შავ-თეთრი იატაკი იდეალურად ერწყმის ყავისფერ პარკეტს. ხისგან დამზადებულმა და ვიტრაჟებით გაფორმებულმა სამზარეულოს ავეჯმა ჯამში რაღაც რუსული სტილი შექმნა. შემოდგომის ფოთლებით მოხატულმა შპალიერისა და კაფელის ჩანართებმა ეს აზრი კიდევ უფრო განამტკიცა.
მკითხველის კომენტარი (0)
|
|
ძველი და თანამედროვე სტილის შერწყმა
|
|||
წლების წინ აქტუალური სტილი ამ 185 კვადრატული მეტრიანი სახლის სტილში დღესაც კარგად ჯდება. ანტიკვარიატი და მშობლებისგან დანატოვარი რენესანსის ავეჯი პროფესიით არქიტექტორ ნატალია დევდარიანს დიდ კომფორტს ნამდვილად უქმნის. ამ ინტერიერში ხომ ყველაფერი მისი ესკიზებითა და გემოვნებითაა შესრულებული. დიასახლისმა სახლში არსებული სივრცე მართლაც რომ იდეალურად აითვისა. ბინიდან 55 კვადრატული მეტრი კომერციული ფართისთვის გამოყო. ინტერიერი თავად დააპროექტა და შედეგად მშვენიერი მაღაზიაც მიიღო.
|
|
ახალგაზრდა ოჯახის, საკმაოდ კომფორტული ბინა
|
|||
ადამიანები ყოველთვის ცდილობენ შეიქმნან ლამაზი და განსხვავებული გარემო. არქიტექტორები დახვეწილ, ეფქტურ ინტერიერს ზომიერი ფანტაზიისა და გემოვნების სინთეზის შედეგად იღებენ. საინტერესო სახლი ყოველთვის საინტერესო ხასიათის მატარებელია და შესაბამისად უცხო თვალის ყურადღებას ხშირად იმსახურებს. ეს ახალგაზრდა ოჯახის, საკმაოდ კომფორტული ბინა თავს ნამდვილად დაგამახსოვრებთ. სამზარეულო ზონაში არსებული ძველებური ხის ჩუქურთმები, ბუხარი და აგურის ბარი სახლში დიდ ჰარმონიას ქმნის. ჩვენს მოწონებას უამრავი საინტერესო ნივთითა და დეკორის ელემენტებით გაფორმებული მისაღები ოთახიც იმსახურებს.
|
|
სუპერ თანამედროვე და ყველასაგან განსხვავებული ბინა
|
|||
სუპერ თანამედროვე და ყველასაგან განსხვავებული- ორი არქიტეტორის, ირაკლი აბაშიძისა და დიმიტრი შაფაქიძის მიერ შექმნილი 100 კვადრატულ მეტრიანი საცხოვრებელი ფართის ინტერიერი სრულიად აკმაყოფილებს არქიტექტურის უახლესს ტენდენციებს. თუმცა ამ ბინაში ყველაზე დიდ ყურადღებას მაინც გამჭვირვალე სააბაზანო იმსახურებს, სხვათაშორის ეს უკანასკნელი ინტერიერის ავტორებისა და სახლის პატრონის მხრიდან საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. ერთი შეხედვით შემინული სველი წერტილი საზოგადოებისგან მოწონებას ხშირად იმსახურებს, თუმცა არც თუ ისე მარტივია გარისკო და ეს ორიგინალური იდეა რეალურად განახორციელო.
|
|
მრავალკუთხა ბინა
|
|||
ეს ბინა სულ რაღაც 90 კვადრატული მეტრია, თუმცა დიზაინერი ეკა ჯავახიშვილი ყველანაირად შეეცადა არსებული სივრცე მაქსიმალურად აეთვისებინა და შეექმნა ისეთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მას დიდ კომფორტთან ერთად მყუდროებასაც შეუქმნიდა. ცალმხრივი განათებისა და მზიდი კედლის პრობლემის გამო, სახლი საკმაოდ საინტერესოდ დაპროექტა. ბინაში გაჩნდა სამკუთხედი სველი წერტილი და ხუთკუთხედი საძინებელი. სხვათაშორის მრავალკუთხოვანი ოთახები სახლის ინტერიერს საკმაოდ მომხიბვლელსა და ამავდროულად უცნაურს ხდის.
|
|
4 სხვადასხვა სტილისა და ინტერიერის ბინა - გადაცემა Style Avenue-ს კამერის ობიექტივში
|
|||
ერთი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული 4 სხვადასხვა სტილისა და ინტერიერის ბინა დღეს გადაცემა Style Avenue-ს კამერის ობიექტივში მოექცა. არქიტექტორი ალეკო კორკოტაშვილი ამ სფეროში უკვე 40 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს მისთვის თითოეული ნამუშევარი საკამოდ მნიშვნელოვანია. ასტრალური დატვირთვის ფერადი მინა სახლში ეკლექტიკას ნამდვილად ქმნის. თუკი 10 წლის წინ ნებისმიერ დამკვეთს სურდა სამზარეულო განცალკევებული ყოფილიყო, ახლა ეს ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა. ამ საკმაოდ თანამედროვე ბინაშიც სამზარეულო ზონა და მისაღბი ოთახი ერთ სივრცეში განლაგდა.
|














