სიახლეები
Top 10
Rihanna
Where Have You Been
Play SMS 1825
Jennifer Lopez & Wisin & Yandel
Follow The Leader
Play SMS 2215
The Wanted
Chasing The Sun
Play SMS 1109
Justin Bieber
Boyfriend
Play SMS 2102
Shakira
Addicted To You
Play SMS 2083
Kat Graham
Put Your Graffiti On Me
Play SMS 1132
Big Time Rush
Elevate
Play SMS 0632
Tinie Tempah & Rita Ora
R.I.P.
Play SMS 0053
Maroon 5 & Wiz Khalifa
Payphone
Play SMS 0419
Inna
Ok
Play SMS 0636

Madonna - პოპის ქალღმერთის პერფომანსი - Bridgestone Super Bow-ზე...
07 თებერვალი 2012
Madonna - პოპის ქალღმერთის პერფომანსი - Bridgestone Super Bow-ზე... მსოფლიოს საუკეთესო პერფორმანსი, პოპის ქალღმერთი და კიდევ ბევრი სხვა ეპითეტი გაისმა მადონას მისამართით მას შემდეგ, რაც 53 წლის ვარსკვლავმა დაუვიწყარი შოუ ამერიკის ნაციონალური სუპერ ლიგის თამაშის დაწყებამდე წარმოადგინა.

Bridgestone Super Bowl მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი მუსიკალური ივენთია, რომელშიც მადონამდე მთელი თანავარსკვლავედის სახელები ფიგურირებს: ბლექ აიდ ფისით დაწყებული და იუ თუთი დამთავრებული, თუმცა ის, რაც მადონამ მოედანზე ჩაიდინა ალბათ მუსიკალურ ისტორიას კიდევ დიდი ხნით შემორჩება.

პოპის დედოფალი სცენაზე ვოგის თანხლებით კლეოპატრას ფორმაში და მთელი არმიის თანხლებით გამოცხადდა. ეგვიპტელი დედოფალი ამჯერად ჟივენშის კოსტიუმებით იწონებდა თავს. პატარა გოგონა ნამდვილად აღარაა, თუმცა ბანალური ფრაზა „ასაკი საერთოდ არ გეტყობა“ მადონას მისამართით ნამდვილად არაა უადგილო.

მომღერალი სცენაზე M.I.A.-სთან, Nicki Minaj-თან, Cee-Lo-სთან და  LMFAO-სთან ერთად გამოვიდა. ამ უკანასკნელის Party rock anthem მადონამ ცნობილ ჰიტთან Hey Mr. Dj-ს ფონზე შეასრულა.

როდესაც თავადაც აღარ გახსოვს როდის შედგი ფეხი სცენაზე და საზოგადოებამ დედოფლის გვირგვინი თავად დაგადგა, სცენაზე სრულიად გაურკვეველი მოძრაობების კეთებას ვერავინ დაგიშლის. მას მერე რაც მადონამ რამოდენიმე წამით 80იანებში იმოგზაურა, უეცრად LMFAO-ს სოლისტის კისერზე აღმოჩნდა და პატარა გოგონასავით სიხარულისგან ხუტუნვაც დაიწყო.

წლევანდელი ერთ-ერთი ჰიტის ავტორების შემდეგ სცენაზე მია და ნიკი მინაჯი გამოჩნდნენ. თუმცა მოწოდების სიმაღლეზე ამ შემთხვევაში ვერც ერთი გაბედავდა ასვლას.

პერფორმანსის კულმინაცია კი მაშინ დადგა, როდესაც სი ლოუ დრამერების არმიის თანხლებით გამოვიდა სცენაზე და Like a Prayer-ის ჰანგები გაჟღერდა. ცნობილი ჰიტის შესასრულებლად მოედანი საეკლესიო გუნდმაც დაიკავა. ჟივენშის შავ კაბაში გამოწყობილ დედოფალს 130 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. არაჩვეულებრივი გამოსვლის შემდეგ კი მომღერალი კვამლში გაუჩინარდა.

12 წუთიანი პერფორმანსი საუკუნის შოუდაც შეიძლება მივიჩნიოთ. არც იმაში გვეპარება ეჭვი, რომ NY Giants-ის New England Patriots-ებზე გამარჯვებაში დიდი წვილი მადონას ეკუთვნის. მოკლედ, თუ ეს სახელი აღარ გახსოვდათ, გრცხვენოდეთ! ის ერთადერთია!
მკითხველის კომენტარი
MDNA
09 თებერვალი 2012 15:45
რამდენი ხანია ვიძახი რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი. მაგას ვერავინ ბაძავს და მიბაძავს, ექსკლუზიური მოძრაობებით, ცეკვით, შოუებით, კოსტუმებით მადონა პოპის დედოფალია.
თქვენი კომენტარი
 *
 *