Top 10
ყოველ სამშაბათს 20 საათსა და 30 წუთზე MUSIC BOX-ის ეთერში მამაკაცების დრო დგება. ეს ის დროა, როდესაც ქალბატონებმა და სუსტი ნერვების მქონეებმა უნდა დატოვოთ სავარძლები და ადგილი მამრობით სქესს დაუთმოთ.
ტექნოლოგიური სიახლეები, საინტერესო სპორტული მოვლენები, ექსტრიმი და ბევრი ადრენალინი.
NEW SCHOOLER ყველაზე ექსტრემალური, დინამიკური და მძაფრსიუჟეტიანი გადაცემა სპეციალურად მამაკაცებისათვის.
NEW SCHOOLER - სამშაბათი 20:30; განმეორებით ოთხშაბათს 10:00-ზე, ხოლო შაბათს 13:00-ზე.
New Schooler - ანონსი
You must have Flash Player installed in order to see this player.
|
Samsung-ის ახალი სახალისო რეკლამა
|
|||
|
18/06/2013
|
||||
16 ივნისს მთელმა ამერიკამ მამების დღე აღნიშნა. Samsung-მა კი გადაწყვიტა ცოტა მოუხერხებელი, ახალბედა მშობლებისათვის პატარა მასტერკლასი ჩაეტარებინა - რამდენიმე საათის წინ სარეკლამო სივრცეს ახალი რგოლი შეემატა. სიუჟეტი ერთობ ჩვეული და სახალისოა - ახალგაზრდა მამა თავის პატარასთან ერთად მარტო რჩება, მის საფენებს გახვევას კი ვერაფრით ახერხებს. ამასობაში მზრუნველი დედიკო რეკავს, თუმცა, მეუღლისათვის თავისი უსუსურობის გამხელა არ სურს და აბა გამოიცანით ვის მიმართავს დასახმარებლად - რა თქმა უნდა Samsung-ს!
მკითხველის კომენტარი (0)
|
|
Samsung-ის ახალი სმარტფონის მონაცემები ცნობილია
|
|||
|
11/06/2013
|
||||
სამსუნგისათვის ბოლო პერიოდი ძალიან მომგებიანია - სულ ცოტა ხნის წინ გალაქსი ეს ოთხი გამოვიდა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულებში ნამდვილი პანიკა გამოიწვია - სამხრეთ კორეულ ფირმაში კი სულ ცოტა ხნის წინ ახალი, ეკონომიური სმარტფონის გამოსვლა დააანონსეს - როგორც ირკვევა, სულ მალე გალაქსი ეს სამი გამოვა. ეს არის ანდროიდ სმარტფონი 4 დიუიმიანი ეკრანითა და 480 / 800-ზე გარჩევადობით. აქვს 1 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 4 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება გაზრდის პერსპექტივით. კამერას 5 მეგაპიქსელით იღებს - ის ეკონომიურ სმარტფონთა რიცხვში გადის - მახასიათებლებზეც შეატყობდით - უნიკალურსა და საოცარს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა, ნამდვილად ფუნქციური ეთქმის. მისი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია,როგორც ამბობენ გაყიდვაში 2013 წლის ზაფხულში უნდა ჩაეშვას.
|
|
Apple სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ - რას უნდა ერიდოთ iPhone-ს მფლობელები?!
|
|||
|
04/06/2013
|
||||
სულ რამნდეინმე საათია რაც ინტერნეტში უახლოესმა ინფორმაციამ გაჟონა -აიფონის მომხმარებლებს თითქმის ყველა ტექნოლოგიური ბლოგი მოუწოდებს, რომ სხვისი დამტენების გამოყენებისგან თავი შეიკაონ - არადა ასეთი საპანიკოც პრინციპში არაფერი, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. საქმე იმაშია რომ ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორებმა მიაგნეს ხერხს რომლის დახმარებითაც შესაძლებელია შიდა სისტემა რამდენიმე წუთში გატყდეს და ჰაკერებმა მთელი ინფორმაციის უპრობლემოდ მიღება შეძლონ.
|
|
რას გეგმავს SONY?!
|
|||
|
28/05/2013
|
||||
სანამ იქნებოდა სმარტფონი, იყო ჩვეულებრივი კაბელიანი უზარმაზარი ტელეფონი, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი დროც არსებობდა, როცა ადამიანები ერთმანეთს იმეილების გაგზავნის ნაცვლად წერილებს საკუთარი ხელით წერდნენ და ფოსტით სარგებლობდნენ, აი რამდენიმე საუკუნით ადრე კი ფოსტალიონ მტრედებსაც კი იყენებდნენ. მოკლედ, გადის დრო, ვითარდება ტექნოლოგიები, ყველაფერი იხვეწება - ამჟამად საქმე უკვე ისე კარგად ართ, მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილებები კი არა პატარ-პატარა ახირებებიც კი მარტივად დასახმარებელია - უკვე ბევრს ისიც კი ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გაძლოს თუნდაც 1 საათი მუსიკის გარეშე, თავზე კარგად მორგებული ყურსასმენები კი ის განუყოფელი და აუცილებელი ნივთია, რომლის გარეშეც ვერც ერთი მგზავრობა, სერირნობა, ვარჯიში, თუ უბრალოდ ცხოვრებაც კი ვერ წარმოგვიდგენია.
|
|
BlackBerry ახალი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს
|
|||
|
21/05/2013
|
||||
2013 წლის ივლისისათვის ახალი სმარტფონის შეძენის მსურველების არჩევანი კიდევ უფრო გაიზრდება - შეიძლება ბლექბერი პოპულარობით ვერც აიფონთან მოვა და ვერც სამსუნგ გალაქსისთან, თუმცა, ფაქტია, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდად ითვლება და მისი ახალი პროდუქციის გამოსვლა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ამჟამად საქმე ეკონომიურ სმარტფონს - ქიუ 5-ს ეხება, გაურკვეველია რა იქნება მისი ფასი, თუმცა, შემქმენელბის მტკიცებით ის შედარებით დაბალი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
|
|
რა არის სქენ მეიქერი?!
|
|||
|
14/05/2013
|
||||
თუკი ჯერ არ გამოგივლიათ გეტყვით, რომ ნებისმიერი გამოცდის ჩაბარების წინ გარანტირებული გაქვთ ხელში მარკერი და მნიშვნელოვანი საკითხების კონსპექტებში ხაზვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთი ზემოხსენებულ მარკერს ძალიან ჰგავს, მასზე ბევრად მეტი და საინტერესო ფუნქცია აქვს - სქენ მეიქერი, ესა ახალი ტექნოლოგიური მიღწევის სახელოწდება,რომელიც ბევრს გაუადვილებს საქმიანობას. ის ამარტივებს მკვლევარების, სტუდენტების, მეცნიერების და ზოგადად ნებისმიერი ადამიანის საქმიანობას, რომელსაც სურს, რომ წიგნიდან, კონსპექტიდან თუ უბრალოდ ფურცლიდან ტექსი ციფრულ ფორმატში გადაიტანოს - მისი ერთი გადასმა საკმარისია და მთელი ხაზი დოკუმენტში აღმოჩნდება.
|














