Top 10
Bruno Mars & Lil Wayne
Mirror
Play SMS 0729
Madonna & Nicki Minaj & M.I.A.
Give me all your luvin'
Play SMS 2137
David Guetta & Nicki Minaj
Turn Me On
Play SMS 2135
Bob Sinclar & Pitbull & DragonFly & Fatman Scoop
Rock The Boat
Play SMS 2160
Matt Pokora
Juste un instant
Play SMS 2157
Miike Snow
Paddling Out
Play SMS 2163
Бьянка
А чё чё
Play SMS 1515
Asher Roth & 1500 Or Nothin Band
Dope Shit
Play SMS 1348
M.I.A.
Bad Girls
Play SMS 1092
Baptiste Giabiconi
One Night In Paradise
Play SMS 2141



მანჰეტენის ელიტა და მდიდარი ახალგაზრდები.
ცხოვრების სტილი - გლამურული
პრობლემები - გრანდიოზული

როდესაც შენი ანგარიში თვის განმავლობაში იმაზე მეტი ფულით ივსება, ვიდრე დახარჯვა შეგიძლია, მშობლების დამსახურებით კი შეგიძლია საკუთარ თავს არანაირ სიამოვნებაზე არ უთხრა უარი, ხდება ის, რასაც სერიალ „ჭორიკანაში“ უყურებთ.

„ჭორიკანა“, იგივე Gossip Girl, ტელეკომპანია CW-ის სერიალია. მან ახალგაზრდებში, და არამარტო, უდიდესი პოპულრობა მოიპოვა.

მანჰეტენის მკვიდრთა ჩახლართული ცხოვრება, ინტრიგებით გაჯერებული საზოგადოება, დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს, მეგობრებს, თუ შეყვარებულებს შორის.

აურაცხელი გაუგებრობა, ან წინასწარ კარგად გათვლილი სიბოროტეები - „ჭორიკანა“  Music Box-ს უბრუნდება.

ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ჩვენს ეთერში ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული სერიალის ყურების საშუალება გექნებათ!
სერიალის მესამე და მეოთხე სეზონი - ყველაზე სკანდალური გმირების დაძაბული პირადი ცხოვრების დეტალები!!!

ეთერში გასვლის დრო: ორშაბათი - ხუთშაბათი - 23:00
განემეორებით: შაბათ-კვირა - 10:00





Serena Van Der Woodsen
(Blake Lively)

ერთ დროს მეამბოხე და თავქარიანი გოგონა ცხოვრების დალაგებას ცდილობს. ის გრძნობებში გარკვევის პროცესშია და ორ მამაკაცს შორის არჩევანი ვერ გაუკეთებია. ყველაფერთან ერთად კი სერენა ბლერ უოლდორფის საუკეთესო მეგობარია, თუმცა, ხდება გამონაკლისებიც....


Blair Waldorf  (Leighton Meester)

მანჰეტენზე განთქმული Queen B, გლამაურული საზოგაოდების ნამდვილი დეფოალი. სახიფათო და ძლიერი გოგონა, რომელიც ყველასა და ყველაფერს თავის ჭკუაზე ატრიალებს.ბლერი ცდილობს თავისი ცხოვრების სიყვარული დაივიწყოს და მეგობარ მამაკაცებს ცხვირსახოცებივით იცვლის. ამის პარალელურად კი ათას გაუგებრპობაში ეხვევა.


Dan Humphrey (Penn Badgley)

დენი მაღალ საზოგადოებაში შემთხვევით მომხვდარი ბიჭია. ის სერენა ვან დერ ვუდსენის ყოფილი სიყვარული და ღარიბი როკერის შვილია. დენი სერილის ყველა ინტრიგის ერთერთი მონაწილეა, თუმცა, მათში თავისი ნებით არასოდეს ეხვევა.სერიალის მეოთხე სეზონში დენი დიდი ტყუილის  ეპიცენტრში აღმოჩნდება.



Nate Archibald
(Chace Crawford)


ნეიტი მაღალი საზოგადოების დაკომპლექსებული წარმომადგენელია. ის საკუთარ თავში გარკვევას ცდილობს და ამის გამო ხშირად იმაზე დიდ უცნაურობაში ეხვევა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ნეიტ არჩიბალდი უგონოდაა შეყვარებული ჯერ ბლერ უოლდორფზე, შემდეგ კი სერენა ვან დერ ვუდსენზე, თუმცა, მის ცხოვრებაში სულ სხვა ქალბატონი ჩნდება.


Jenny Humphrey (Taylor Momsen)

ბრუკლინელი ღარიბი გოგონა, დენის და, მაღალ საზოგადოებასი თავის დამკვიდრება ნებისმიერი ხერხით ცდილობს. ის სიღარიბეს არ ეპუება და ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. თუმცა, მისი ცხოვრება დანგრევის პირას სერიალის მესსაამე სეზონის ბოლოს მიდის, როდესაც ბლერ უოლდორფს თავისდაუნებურად წინ აღუდგება და საყვარელ მამაკაცში შეეცილება.


Chuck Bass (Ed Westwick)


მილიარდერის ვაჟი ცხოვრებაში თავს არაფერზე არ ეუბნება უარს. მისი მძიმე ხასიათის დამსახურებით ცხოვრების სიყვარულს სამუდამოდ კარგავს და ქვეყნიდან გადახვეწას ცდილობს. ჩაკი მძარცველების მსხვერპლი ხდება და ეს ხელს უწყობს ყველა ნაცნობსა, თუ მეგობარს სამუდამოდ გამოეთხოვოს და სხვა სახელითა და გვარით განაგრძოს ცხოვრება.


Vanesaa Abrams (Jessica Szohr)

დენ ჰამფრის ყოფილი მეგობარი გოგონა ყველაფერს აკათებს, რომ საყვარელი მამაკაცის გული ისევ დაიპყროს. ვანესა იმასაც კი ეგუება, რომ დენს, უნდა ეს თუ არა, ურთიერთობა ინტრიგან ჯორჯინასთან აქვს და მასთან იმაზე ბევრად მეტი აკავშირებს, ვიდრე სექსია.


Georgina Sparks (Michelle Trachtenberg)

ყველაზე ინტრიგანი, სახიფათო და უარყოფითი პერსონაჟია სერიალში. ის ყველას ატყუებს და მისი ნდობა არ შეიძლება. ჯორჯინას მსხვერპლი სერიალის თითქმის ყველა გმირი თავის დროზე ხდება. თუმცა, ის განსაკუთრებით დიდ ზიანს დენს აყენებს, როდესაც მეოთხე სეზონის დასაწყისში სახლში პრეტენზიებით მიადგება.
მკითხველის კომენტარი
niniko
22 თებერვალი 2012 16:21
სერიალის რეკლამაში რო სიმღერებია შეგიძლიათ ვინ მგერის დაწეროთ??

Gossip Girlis saundtrackebia da dadzebne googleshi...
veriko
20 თებერვალი 2012 19:11
ამ საიტზეე ყურება სჰეიდზლეება დაააა როოდიის დზალიან გტხოვტ მიტხარიიიტ???
veko
20 თებერვალი 2012 19:08
ამ სერიალს ტიტონ ამ საიტზეე ვერ ვუყურებტ??? დზალიან მაინტეერესებს და იქნებ ვინმემ მიპასუხოს.



კი დევს აქ... პირველი და მეორე სეზონი....
anii
16 თებერვალი 2012 11:48
Administrator გაითვალისწინეთ რა ჩვენი თხოვნა...
ani
15 თებერვალი 2012 15:36
და რატო ელოდებიტ ამ საიტზე :)))
სხვა საიტებზე 5 სეზონი დევს )))
likunna
14 თებერვალი 2012 17:51
მართლა ნელ-ნელა დადეთ რა 3 სეზონის სერიები:))))
ninutsa
14 თებერვალი 2012 13:56
აუუ დადეთ მართლა ნელ-ნელა მესამე სეზონის სერიები რა :(((გთხოვთ
Qeti
10 თებერვალი 2012 19:59
აუ ადმინისტრატორ, არ შეიძლება რო ნელნელა დადოთ სერიები?? :( ისე როგორც კი დამთავრდება ეთერში მაშინვე გაუშვებთ აქ? და როდის მთავრდება?
lizii
10 თებერვალი 2012 19:25
აუ მალე დადეთ რა სერიები!!! არ შეიძლება ეთერში გასვლის მერე თითო სერია რო დადოთ :))))
tamuna
05 თებერვალი 2012 01:40
მესამე სეზონიც დადეთ რა )
თქვენი კომენტარი
 *
 *