Top 10
მხ. ფილმები
|
"თარგმანში დაკარგულები" - 12 მაისს, Music Box-ის ეთერში
|
|||
მსახიობი ბობ ჰარისი, გაემგაზრება ტოკიოში სადაც მას ვისკის რეკლამაში იღებენ. ულტრა-თანამედროვე სასტუმროს ფანჯრებიდან ქალაქს დაკვირვებით უყურებს მაგრამ ვერაფერს ამჩნევს. ის ვერ ეგუება მის გარშემო არსებულ რეალობას. იმავე სასტუმროში, ახალგაზრდა ამერიკელი გოგონაა რომელსაც ჰქვია შარლოტა. მას თან ახლავს ფოტოგრაფი ქმარი. ეს უკანასკნელი უფრო მეტად დაინტერესებული თავისი საქმიანობით ვიდრე მეუღლით.
ნახეთ დღეს, 22:00 საათზე სკარლეტ იოჰანსონი, ბილ მიურეი, აკიკო ტაკეშიტა, კაძუიოსი მინამიმაგოე, კაზუკო შიბატა ფილმში "თარგმანში დაკარგულები". მკითხველის კომენტარი (3)
|
|
"დრო" - 5 მაისს, Music Box-ის ეთერში
|
|||
კინოკრიტიკოსების მხრიდან ფილმმა სხვადასხვანაირი შეფასება მიიღო. Rotten Tomatoes-ის მიხედვით კინოკრიტიკოსთა 38% მას დადებითად აფასებს. ფილმის მოქმედება ვითარდება 2161 წელს. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით კაცობრიობამ სძლია ასაკს და ამიერიდან ადამიანები აღარ ბერდებიან. სამყაროში მუდმივ ვალუტას დრო წარმოადგენს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამყაროში, სადაც მხოლოდ მუდმივი და ვალუტა არის დრო. გენეტიკურად დაპროგრამებული ხალხის შეჩერება შემდეგ მიაღწია ასაკი ოცდახუთი წლის განმავლობაში. მაგრამ წლების განმავლობაში ძალიან ძვირადღირებულია.
ყველა მდიდარი ადამიანი ხდება თითქმის უკვდავი, და ღარიბი ერთვება ბრძოლაში თავის გადარჩენისთვის.
მთავარი გმირი ყოველ წუთში რისკავს თავის ცხოვრებას. ნახეთ დღეს, 22:00 საათზე, ფილმი "დრო" Music Box-ის ეთერში.
|
|
"წერილები ჯულიეტას" - 4 მაისს, Music Box-ის ეთერში
|
|||
რომეოსა და ჯულიეტას თანამედროვე ისტორია და 50 წლის შემდეგ ნაპოვნი სიყვარული. ბიზნესმენი ვიქტორი თავის ცოლთან სოფიასთან ერთად მივლინებაში მიდის ვერონაში, მსოფლიოში ყველაზე რომატიკული სიყვარულის ქალაქში - რომეო და ჯულიეტას სიყვარულის.
სოფია ვიქტორის გარეშე სცდილობს მოწყენილობას თავი გაართვას და შეუერთდება ჯგუფს, რომელიც პასუხობს სასიყვარულო გზავნილებს, რომლებსაც ვერონაში მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი ტოვებს.
ნახეთ შაბათს, 4 მაისს 22:00-ზე: გაელ გარსია ბერნალი, ვანესა რედგრეივი, კრისტოფერ იგანი, ამანდა სეიფრიდი და ფრანკო ნერო ფილმში "წერილები ჯულიეტას".
|
|
”იდუმალი მდინარე” - 21 აპრილს, Music Box-ის ეთერში
|
|||
25 წლის მერე ბედისწერა კვლავ ახვედრებს მათ ტრაგედიის წინ: 19 წლის ჯიმის ქალიშვილის საზარელი მკვლელობის შემდეგ. პოლიციელს, რომელსაც ამ საქმის გამოძიებას ავალებენ, - შონ დევინია, რომელმაც თავის თანაშემწესთან ერთად უნდა გამოიძიონ სავარაუდოდ აზრს მოკლებული დანაშაული.
ნახეთ 21 აპრილს, 22:00 საათზე, ქევინ ბეიქონი, ტიმ რობინსი, შონ პენი, ლოურენს ფიშბორნი მძაფრსიუჟეტიან თრილერში "იდუმალი მდინარე".
|
|
”დასაწყისი” - 20 აპრილს, Music Box-ის ეთერში
|
|||
ოსკარის 83-ე დაჯილდოებაზე ფილმმა მოიპოვა 8 ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო სურათის კატეგორიაში, თუმცა მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანი ვერ მოხვდა ნომინანტ რეჟისორთა სიაში.
ფილმი მოგვითხრობს დომ კობის შესახებ, რომელიც სიზმრების მეშვეობით იღებს სხვა ადამიანებიდან ინფორმაციას, რომელიც ჩვეულებრივ მიუწვდომელია. ერთ-ერთი დავალება კი მისთვის შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის ვაჟის გონებაში შეღწევა მისთვის და მისი მეგობრებისთვის ძალზედ სარისკო საქმე აღმოჩნდება.
ნახეთ დღეს, 22:00 საათზე, ფილმი "დასაწყისი" მხოლოდ ჩვენს ეთერში.
|
|
"P.S. მე შენ მიყვარხარ" - 14 აპრილს, Music Box-ის ეთერში
|
|||
ჰოლის ცხოვრება ერთი მამაკაცის სიყვარულზე იყო აგებული. და აი, ის აღარ არის და მისი ცხოვრებაც ინგრევა. მოულოდნელად კი მას გარდაცვლილი მეუღლისგან წერილი მოსდის, სადაც იგი მას სწერს, რომ მისგან ყოველთვე ახალ-ახალ წერილებს მიიღებს, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ თავი მარტოსულად აღარ იგრძნოს.
წერილების წყალობით გოგო დეპრესიიდან ნელ-ნელა გამოდის, თუმცა მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდება... ნახეთ კვირას, 14 აპრილს, 22:00 საათზე, ჰილარი სუონკი, ჯერარდ ბატლერი, ლიზა კადროუ და ჯინა გერშონი, მელოდრამაში "P.S. მე შენ მიყვარხარ".
|














